ბიბლიის მუხლები თემაზე
უგუნურთა დაბრძენება
8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იგავნი 13:20
ბრძენთან ერთად მავალი დაბრძენდება, უგუნურთა მეგობარი კი დაზარალდება.
- იგავნი 1:1-4
იგავნი სოლომონისა, დავითის, ისრაელის მეფის ძისა. სიბრძნისა და დარიგების შესაცნობად, გონივრული ნათქვამის გასაგებად; ბრძნული დარიგების, სიმართლის, სამართლისა და სამართლიანობის მისაღებად; გულუბრყვილოთათვის საზრიანობის, ხოლო ყმაწვილთათვის ცოდნისა და განსჯის უნარის მისაცემად.
- იგავნი 8:5
შეიგნეთ გამჭრიახობა გულუბრყვილნო და სიბრძნე - უგუნურნო.
- იგავნი 9:6
დატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლეთ და იარეთ გონიერების გზით.
- ეკლესიასტე 7:17
დიდად ნუ გაბოროტდები და ნურც გაუგუნურდები - დროზე ადრე რად უნდა მოკვდე?
- იგავნი 1:22-23
როდემდე გეყვარებათ მიამიტნო გულუბრყვილობა? როდემდე დატკბებით დაცინვით დამცინავნო? როდემდე გეძულებათ ცოდნა ბრიყვებო? მიუბრუნდით ჩემს შეგონებებს; აჰა, ჩემს სულს გადმოვღვრი თქვენზე, გამოგიცხადებთ ჩემს სიტყვებს.
- ეფესელთა 5:15
მაშ, ფრთხილად მოიქეცით - არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
- რომაელთა 2:20
უგუნურთა დამრიგებელი და ჩვილთა მოძღვარი, რომელსაც ცოდნისა და ჭეშმარიტების სახე აქვს რჯულში.
მსგავსი თემები: