მთავარითემები „უ“უფლის სული

უფლის სული

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მსაჯულნი 3:10
    უფლის სული იყო მასზე ისრაელში სამსაჯულოდ. გავიდა საომრად და ხელში ჩაუგდო უფალმა ქუშან-რიშათაიმი, არამის შუამდინარეთის მეფე; და განამტკიცა თავისი ხელი ქუშან-რიშათაიმზე;
  2. ესაია 61:1
    უფლის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა გლახაკთა სახარებლად, წარმომგზავნა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და პატიმართა გასათავისუფლებლად.
  3. მსაჯულნი 6:34
    უფლის სულმა მოიცვა გედეონი, ჩაჰბერა საყვირს და შეიყარნენ აბიყეზერელნი მის დაძახილზე.
  4. 1 მეფეთა 16:13-14
    აიღო სამუელმა რქა ზეთით და მისი ძმების თანდასწრებით სცხო მას; და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და რამათს წავიდა. განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.
  5. 2 მეფეთა 23:2
    უფლის სული ლაპარაკობს ჩემი პირით და სიტყვა მისი, ჩემს ენაზეა.
  6. 3 მეფეთა 22:24
    მივიდა ციდკია ქენაყანის ძე, სახეში გაარტყა მიქას და უთხრა: „როგორ, ნუთუ ჩემგან განვიდა უფლის სული, რომ შენში ელაპარაკა?
  7. 4 მეფეთა 2:16
    უთხრეს: „აჰა, შენს მსახურთ ორმოცდაათი ძლიერი კაცი გვყავს, წავიდნენ და მოძებნონ შენი ბატონი. იქნებ აიტაცა უფლის სულმა და სადმე მთაში ან ველზე დააგდო!” მიუგო ელისემ: „ნუ გაგზავნით”.
  8. ესაია 11:2
    და დაივანებს მასზე უფლის სული, სული სიბრძნისა და გონიერებისა, სული რჩევისა და ძლიერებისა, სული ცოდნისა და უფლის მოშიშებისა.
  9. ესაია 63:14
    როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე დაატარებდა მოსასვენებლად თავის ხალხს უფლის სული; ამგვარად მიუძღოდი შენს ხალხს, რათა დიადი სახელი დაგემკვიდრებინა.
  10. ეზეკიელი 11:5
    გადმოვიდა უფლის სული ჩემზე და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: ასე და ასე ფიქრობთ, ისრაელის სახლო, რადგან ვიცი მე თქვენი აზრები.
  11. ეზეკიელი 37:1
    უფლის ხელი იყო ჩემზე; გამომიყვანა უფლის სულით და შუაგულ ველზე დამსვა, ძვლებით რომ იყო სავსე.
  12. ლუკას 4:18
    უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
  13. 2 კორინთელთა 3:17
    უფალი სულია და სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა.

← ყველა თემა „უ“-ზე