მთავარითემები „უ“უფალი იყოს შენთან

უფალი იყოს შენთან

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რუთი 2:4
    აჰა, მოვიდა ბოყაზიც ბეთლემიდან და უთხრა მომკელთ: „უფალი იყოს თქვენთან!“ უპასუხეს: „უფალმა გაკურთხოს!
  2. 1 მეფეთა 17:37
    თქვა დავითმა: „უფალი, რომელმაც ლომისა და დათვისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელისგანაც მიხსნის!“ მიუგო საულმა დავითს: „წადი და უფალი იყოს შენთან.
  3. 2 მეფეთა 14:17
    ფიქრობდა შენი მხევალი: ნუგეშად მექნება-მეთქი ჩემი ბატონი მეფის სიტყვა, რადგან ღვთის ანგელოზივითაა იგი, გამრჩევი კეთილისა და ბოროტისა; დაე უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან.
  4. ამოსი 5:14
    სიკეთე ეძიეთ და არა ბოროტება, რომ იცოცხლოთ, მაშინ ცაბაოთ უფალი იქნება თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ.
  5. 2 თესალონიკელთა 3:16
    თავად მშვიდობის უფალმა მოგცეთ თქვენ მშვიდობა ყოველთვის და ყოველმხრივ. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.
  6. იესო ნავეს ძე 1:17
    როგორც მოსეს ვუსმენდით, შენც ისე მოგისმენთ; ოღონდ უფალი, შენი ღმერთი იყოს შენთან ისე, როგორც მოსესთან იყო.
  7. 1 მეფეთა 20:13
    მაშინ ასე და ასე მოექცეს უფალი იონათანს და უარესადაც; თუ ბოროტება განიზრახა მამაჩემმა შენთვის, გაგიმხელ და გაგიშვებ, რომ მშვიდობით წახვიდე. უფალი იყოს შენთან, როგორც მამაჩემთან იყო!
  8. 2 ნეშტთა 36:23
    ასე ამბობსო კიროსი, სპარსეთის მეფე: „დედამიწის ყველა სამეფო მომცა უფალმა, ზეციერმა ღმერთმა და მიბრძანა, რომ სახლი ავუშენო იუდეის იერუსალიმში; თუ ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, უფალი, მისი ღმერთი იყოს მასთან, შეუძლია წავიდეს!
  9. ეზრა 1:3
    ვინ არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, დაე ღმერთი იყოს მასთან და ავიდეს იერუსალიმს, რომელიც იუდაშია, რათა ააშენოს სახლი უფლისა, ისრაელის ღმერთისა, იმ ღმერთისა, რომელიც იერუსალიმშია!
  10. 2 ტიმოთე 4:22
    უფალი იყოს შენს სულთან. მადლი თქვენთან, ამინ!
  11. 3 მეფეთა 8:57
    ისე იყოს ჩვენთან უფალი, ღმერთი ჩვენი, როგორც ჩვენს მამებთან იყო; ნუ დაგვტოვებს და ნუ მიგვატოვებს,
  12. გამოსვლა 10:10
    უთხრა მათ ფარაონმა: „ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე თქვენ ბავშვებთან ერთად გაგიშვათ. აჰა, ბოროტია თქვენი განზრახვა.

← ყველა თემა „უ“-ზე