მთავარითემები „უ“უძლეველობა

უძლეველობა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მეორე რჯული 7:24
    ხელში ჩაგიგდებს მათ მეფეებს და მოსპობ მათ სახელს ცისქვეშეთში; ვერავინ დაგიდგება წინ, ვიდრე არ გაანადგურებ მათ.
  2. მეორე რჯული 11:25
    ვერავინ დაგიდგებათ წინ; თქვენს შიშსა და ზარს დასცემს უფალი, თქვენი ღმერთი, დედამიწის ზურგს, სადაც კი ფეხს დაადგამთ, როგორც მან გითხრათ.
  3. მეორე რჯული 28:7
    და დასცემს უფალი შენ წინაშე შენს მტრებს, რომლებიც ამბოხდებიან შენს წინააღმდეგ; ერთი გზით გამოვლენ შენს წინააღმდეგ და შვიდი გზით გაიქცევიან შენგან.
  4. იესო ნავეს ძე 1:5
    წინ ვერავინ დაგიდგება მთელი შენი სიცოცხლე; როგორც მოსესთან ვიყავი, ისე ვიქნები შენთანაც; არ მიგატოვებ და თავს არ დაგანებებ.
  5. იესო ნავეს ძე 10:8
    უთხრა უფალმა იეშუას: „ნუ შეგეშინდება მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი; ვერცერთი მათგანი ვერ დაგიდგება წინ”.
  6. იესო ნავეს ძე 22:41
    ყოველი მხრიდან მოასვენა ისინი უფალმა, როგორც შეჰფიცა მათ მამებს; მტერთაგან ვერავინ აღუდგა წინ: ხელში ჩაუგდო ყველა მათი მტერი უფალმა.
  7. დაბადება 49:23-24
    გაამწარეს, დაისრეს, მტრობდნენ მოისარნი. ძლიერი დარჩა მისი მშვილდი, მოქნილი გახდა მისი მკლავები იაკობის ძლიერი ხელით. აქედანაა მწყემსი, ლოდი ისრაელისა.
  8. იობი 42:2
    ვიცი, რომ ყველაფერი შეგიძლია და ვერაფერი დააბრკოლებს შენს განზრახვას.
  9. იოანეს 10:29
    მამაჩემი, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია და არავის ძალუძს მამაჩემის ხელიდან წაგლეჯა.

← ყველა თემა „უ“-ზე