მთავარითემები „უ“უცხოტომელთა შემზღუდველი წესები

უცხოტომელთა შემზღუდველი წესები

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. გამოსვლა 12:43
    და უთხრა უფალმა მოსეს და აჰარონს: „აჰა, დადგენილება პასექისა: უცხოტომელმა არ უნდა ჭამოს იგი.
  2. ლევიანნი 22:10
    უცხომ არ უნდა ჭამოს წმიდა; არც მღვდლის ხიზანმა ან მოჯამაგირემ ჭამოს წმიდასგან.
  3. მეორე რჯული 23:3
    ვერ შევა ყამონელი და მოაბელი უფლის კრებულში, თუნდაც მათი მეათე თაობა, უკუნისამდე ვერ შევა უფლის კრებულში,
  4. ნეემია 13:1
    იმ დღეს წაიკითხეს მოსეს წიგნი ხალხის გასაგონად და აღმოაჩინეს, რომ უკუნისამდე არ უნდა შევიდეს ღვთის კრებულში არც ყამონელი და არც მოაბელი,
  5. მეორე რჯული 17:15
    ის კაცი დაისვი მეფედ, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი ამოირჩევს: შენი ძმების წიაღიდან დაისვი მეფე; უფლება არ გაქვს უცხოელი დაისვა, რომელიც არ არის შენი მოძმე.
  6. ნეემია 13:3
    და ეს რჯული რომ მოისმინეს, გამოაცალკევეს ყოველი, ვინც ისრაელიდან უცხო თესლთან იყო შერეული.
  7. გამოსვლა 21:8
    თუ იგი თვალში არ მოუვიდა ბატონს და არ ირთავს მას, მისცეს გამოხსნის საშუალება; უფლება არ აქვს უცხოს მიყიდოს, რადგან უსამართლოდ მოექცა ქალს.
  8. ლევიანნი 25:45
    იმათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, რომლებიც ხიზნად ცხოვრობენ თქვენთან და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში დაბადებულები; თქვენი საკუთრება იქნებიან ისინი.
  9. მეორე რჯული 14:21
    არავითარი ლეში არ ჭამოთ; თქვენს შორის მყოფ მდგმურს მიეცით და ჭამოს, ან უცხოელს მიჰყიდეთ; რადგან წმიდა ხალხი ხართ უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის. ნუ მოხარშავთ თიკანს თავისი დედის რძეში.
  10. მეორე რჯული 15:3
    უცხოელს მოსთხოვე, მაგრამ თუ შენს ძმას მართებს შენი - აპატიე.
  11. მეორე რჯული 23:20
    უცხოტომელზე შეგიძლია ვახშით გასესხება, ხოლო შენს მოძმეს ნუ მისცემ ვახშით, რომ გიკურთხოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ნაამაგარი, იმ ქვეყანაში, რომლის დასამკვიდრებლადაც მიდიხარ.

← ყველა თემა „უ“-ზე