ბიბლიის მუხლები თემაზე
უბედურება
6 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- იგავნი 21:23
ვინც ბაგეს და ენას იცავს, ის იცავს თავის სულს უბედურებისაგან.
- ესაია 45:7
მე, სინათლის გამომსახველი და სიბნელის შემქმნელი, მშვიდობის მყოფელი და უბედურების გამჩენი, მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას.
- გოდება იერემიასი 2:21
ქუჩებში წვანან ყმაწვილი და უხუცესი, ჩემი ქალწულნი და ჩემი ჭაბუკნი მახვილით დაეცნენ, შენი რისხვის დღეს დახოცე ისინი, შეუბრალებლად ამოხოცე.
- გამოცხადება 16:18
იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა.
- იგავნი 1:26
მეც თქვენს უბედურებაზე გავიცინებ, დაგცინებთ თქვენ შიშის მოგვრისას.
- ამოსი 3:6
აბა, თუ ახმიანებულა ბუკი ქალაქში და ხალხს არ შეშინებია? თუ მომხდარა ქალაქში უბედურება უფლის უნებურად?