მთავარითემები „ტ“ტყვეობა მეტაფორულად

ტყვეობა მეტაფორულად

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 8:34
    მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა.
  2. საქმეები 8:23
    ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.
  3. 2 ტიმოთეს 2:26
    რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი.
  4. 2 პეტრეს 2:19
    თავისუფლებას პირდებთან მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა.
  5. 2 კორინთელთა 10:5
    იმით ვამხობთ ზრახვებს და ყოველ სიმაღლეს, რომელიც აღმართულია ღვთის ცოდნის წინააღმდეგ, და ვატყვევებთ ყოველგვარ აზრს ქრისტესთვის დასამორჩილებლად.
  6. ესაია 42:6-7
    მე, უფალმა მოგიწოდე სიმართლეში და ხელს ჩაგჭიდებ და შეგინახავ, გაქცევ შენ ბრმათათვის თვალის ასახილად, აღთქმად, ხალხების სინათლედ, რათა აახილო ბრმა თვალები, პატიმართა გამოსაყვანად სატუსაღოდან, საპატიმროდან – ბნელეთში მსხდომთა.
  7. ესაია 61:1
    უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა;
  8. ლუკას 4:18
    უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების და ბრმათათვის თვალის ახელის გამოსაცხადებლად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
  9. იოანეს 8:36
    თუ ძე გაგათავისუფლებთ, ნამდვილად თავისუფლები იქნებით.
  10. გალატელთა 2:4-5
    ხოლო ცრუ ძმებს, რომლებიც შემოიპარნენ, რომ ეთვალთვალათ ჩვენი თავისუფლებისათვის, რომელიც გვაქვს იესო ქრისტეში, რათა დავემონებინეთ, ერთი საათიც კი არ დავუთმეთ და არ დავემორჩილეთ, რათა სახარების ჭეშმარიტება დაცულიყო თქვენში.
  11. გალატელთა 5:1
    თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს.
  12. ეფესელთა 4:8
    ამისათვის ამბობს: „ავიდა მაღლობზე, დაატყვევა ტყვე და ნიჭები უბოძა ადამიანს.
  13. ფსალმუნები 67:18
    შენ ახვედი მაღლა, დააბრუნე ტყვე, წამოიღე ძღვენი კაცთათვის, და ურჩებთანაც დაისადგურა უფალმა ღმერთმა.

← ყველა თემა „ტ“-ზე