ბიბლიის მუხლები თემაზე
ტყუილის მაგალითები
14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- დაბადება 3:4
უთხრა გველმა ქალს: „არ მოკვდებით.
- დაბადება 4:9
ჰკითხა უფალმა კაენს: „სად არის შენი ძმა აბელი?” მიუგო კაენმა: „არ ვიცი. განა ჩემი ძმის დარაჯი ვარ?
- დაბადება 18:15
შეეშინდა სარას და უარყო, არ გამიცინიაო. და უთხრა: „არა, გაიცინე!
- დაბადება 37:31-32
აიღეს ძმებმა იოსების კვართი და ამოავლეს დაკლული თიკნის სისხლში. წაიღეს ეს კვართი, მიუტანეს მამას და უთხრეს: "ეს ვიპოვეთ; ნახე, შენი ძის კვართი ხომ არ არის?
- იესო ნავეს ძე 9:9-13
მიუგეს: „ძალიან შორი ქვეყნიდან მოვიდნენ შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის სახელით, რადგან გვსმენია მისი დიდება და ყოველივე, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა. ყველაფერი, რაც ამორელთა ორ მეფეს დამართა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ: სიხონს, ხეშბონის მეფეს და ყაშთაროთელ ყოგს, ბაშანის მეფეს. გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყოველმა მკვიდრმა: საგზალი მოიმარაგეთ, წადით მათ შესახვედრად და უთხარით: თქვენი მსახურნი ვართ და აღთქმა დაგვიდეთ-თქო ახლა. ეს ჩვენი პური ჯერ კიდევ თბილი იყო იმ დღეს, როცა სახლებიდან თქვენთან შესახვედრად წამოვედით; აჰა, ახლა გამხმარი და დაობებულია. ეს ღვინის ტიკებიც, როცა ავავსეთ, ახლები იყო და, აჰა, დამსკდარია; ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც შემოგვაცვდა შორი გზის გამო”.
- მსაჯული 16:10
უთხრა დალილამ სამსონს: „აჰა, დამცინე და მომატყუე; ახლა მაინც მითხარი, რითი შეიძლება შენი შეკვრა?
- 1 მეფეთა 15:13
მივიდა სამუელი საულთან და უთხრა მას საულმა: „კურთხეული ხარ უფლისგან; აღვასრულე უფლის ბრძანება”.
- 1 მეფეთა 19:14
კაცები მიაგზავნა საულმა დავითის შესაპყრობად, მაგრამ უთხრა მიქალმა: „ავადაა”.
- 3 მეფეთა 13:18
უთხრა: „მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ, ანგელოზი მელაპარაკა უფლის სიტყვით და მითხრა - შენს სახლში წამოიყვანეო ეს კაცი, პური ჭამოს და წყალი დალიოს” - იცრუა მან.
- 4 მეფეთა 5:22
მიუგო: „ყველაფერი კარგად არის; ჩემმა ბატონმა შემოგითვალა: აჰა, ორი ყმაწვილი მოვიდა ეფრემის მთიდან, წინასწარმეტყველთა ძენი; გთხოვ, მომეცი მათთვის ერთი ტალანტი ვერცხლი და ორი ხელი ტანისამოსიო”.
- ნაუმი 3:1
ვაი, სისხლიან ქალაქს! მთლიანად სიცრუითა და ძალადობით არის სავსე და არ ეშვება მტაცებლობას.
- მათეს 26:72
მან კვლავ უარყო ფიცით: იმ კაცს არ ვიცნობო.
- საქმეები 5:5
ამ სიტყვების გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა. ყოველი, ვისაც ეს ესმა, დიდმა შიშმა მოიცვა.
- ტიტეს 1:12
ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა, თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები.