მთავარითემები „თ“თვითონ ღმერთი

თვითონ ღმერთი

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ესაია 44:24
    ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის მუცელში: „მე ვარ უფალი, ყოველივეს შემოქმედი, მე თვითონ გადავჭიმე ცანი და მარტომ განვავრცე მიწა.
  2. ესაია 59:16
    იხილა, რომ არ იყო კაცი და გაოცდა, რომ არავინაა შუამდგომელი. თავისივე მკლავით იხსნა იგი და თავისივე სიმართლით წამოაყენა.
  3. ესაია 63:5
    ვიყურებოდი და არავინ იყო შემწე; გავოცდი, რადგან არავინ იყო დასაყრდენი; ამიტომ ჩემმა მკლავმა მიხსნა და ჩემმა გულისწყრომამ გამამაგრა.
  4. ეზეკიელი 34:11
    რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, თვითონ მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვიძიებ მას.
  5. ებრაელთა 6:13
    ვინაიდან, როცა ღმერთი აღთქმას დებდა აბრაამთან, რაკი არ შეეძლო თავისზე დიდი დაეფიცა, საკუთარი თავი დაიფიცა;

← ყველა თემა „თ“-ზე