მთავარითემები „თ“თვინიერების მაგალითები

თვინიერების მაგალითები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რიცხვნი 12:3
    მოსე უთვინიერესი კაცი იყო დედამიწის ზურგზე.
  2. მათეს 11:29
    იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ თქვენი სულის სიმშვიდეს.
  3. მათეს 21:5
    უთხარით სიონის ასულს: „აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მშვიდი, მჯდომი ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე”.
  4. 2 კორინთელთა 10:1
    მე, პავლე, მოგიწოდებთ ქრისტესმიერი თვინიერებით და მოთმინებით – მე, რომელიც თქვენთან პირისპირ მყოფი თავმდაბალი ვარ, შორიდან კი – კადნიერი,
  5. 1 თესალონიკელთა 2:7
    მაგრამ მშვიდად ვიქცეოდით თქვენს შორის, როგორც მეძუძური, თავის ბალღებს რომ დაჰფოფინებს.
  6. დაბადება 13:7-9
    დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში. და უთხრა აბრამმა ლოტს: „ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ. განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.
  7. 2 მეფეთა 1:10-11
    ჩაბღუჯა თავისი სამოსელი დავითმა და შემოიგლიჯა; ასე მოიქცა ყველა, ვინც მასთან იყო. გოდებდნენ და ტიროდნენ, საღამომდე მარხულობდნენ, როგორც საულისა და მისი ვაჟის, იონათანის გამო, ასევე უფლის ხალხისა და ისრაელის სახლის გამო, რადგან მახვილით დაეცნენ ისინი.
თვინიერება

← ყველა თემა „თ“-ზე