მთავარითემები „თ“თავშეუკავებლობა

თავშეუკავებლობა

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 23:19-21
    შვილო, ისმინე და დაბრძენდი; მიმართე შენი გული სწორ გზაზე. ნურც ღვინის მსმელთა და ხორცით გაუმაძღართა შორის იქნები; ვინაიდან გაღატაკდება ლოთი და ღორმუცელა, თვლემა კი ძონძებით შემოსავს მათ.
  2. ტიტეს 1:12
    ერთ-ერთმა მათგანმა, მათმავე წინასწარმეტყველმა, თქვა: კრეტელნი მუდამ ცრუნი არიან, ბოროტი მხეცები, უქნარა სტომაქები.
  3. რომაელთა 1:26-27
    ამიტომ გადასცა ისინი ღმერთმა სამარცხვინო ვნებებს, რადგან მათმა ქალებმაც კი შეცვალეს ბუნებრივი ურთიერთობის წესი ბუნების საწინააღმდეგოთი. ასევე მამაკაცებმაც მიატოვეს ქალის ბუნებრივი ურთიერთობის წესი და ავხორცობით გახურდნენ ერთიმეორის მიმართ. მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სამარცხვინოს, და მიიღეს საკადრისი საზღაური თავიანთი ცდუნებისათვის.
  4. ფილიპელთა 3:19
    მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი მუცელია, მათი დიდება კი სირცხვილშია, ისინი მიწიერზე ფიქრობენ.
  5. 1 პეტრეს 4:3
    რადგან თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წარსულში წარმართთა ნებისამებრ იქცეოდით, რაკი ცხოვრებას გარყვნილებაში, გულისთქმებში, სიმთვრალეში, ღრეობაში, სმასა და საზიზღარ კერპთაყვანისმცემლობაში ატარებდით.
  6. იგავნი 28:7
    რჯულის დამცველი შვილი გონიერია, გაუმაძღართა მეგობარი კი არცხვენს მამამისს.
  7. 2 პეტრეს 2:13
    და მიიღებენ უკეთურების საზღაურს, რადგან ნებივრობენ ყოველდღიურ ფუფუნებაში; მანკიერნი და ბილწნი, საკუთარ საცდურში ნადიმობენ თქვენთან ერთად.
  8. გალატელთა 5:21
    სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.
  9. ესაია 5:22
    ვაი ძლიერთ ღვინის სმაში და ძლევამოსილთ მის ჩამოსხმაში!
  10. იოველი 1:5
    გაიღვიძეთ, ლოთებო, და იტირეთ ღვინის მსმელნო! ივალალეთ ტკბილ ღვინოზე, ბაგიდან რომ მოგწყვიტეს.
  11. იგავნი 31:4-5
    მეფეთ არ შეეფერებათ ლემუელ, მეფეთ არ შეეფერებათ ღვინის სმა, და არც მთავრებს - მაგარ სასმელთა სიყვარული; თორემ დალევენ, დაივიწყებენ დადგენილებებს და გაამრუდებენ ჩაგრულთა სამართალს.

← ყველა თემა „თ“-ზე