ბიბლიის მუხლები თემაზე
თავი დაანებე
11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- მათეს 15:14
მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”.
- მათეს 19:14
იესომ თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.
- ოსია 4:17
კერპებს მიეკრა ეფრემი, მარტოდ დატოვე იგი!
- მათეს 27:49
სხვები კი ამბობდნენ, მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელადო.
- 2 მეფეთა 16:11
უთხრა დავითმა აბიშაის და ყველა თავის მსახურს: „აჰა, თუ ჩემი საზარდულიდან გამოსული შვილი მეძებს მოსაკლავად, ამ ბენიამინელს რაღა მოვკითხო? დაეხსენით, მწყევლოს, ვინ უწყის, ეგებ უფლისგან აქვს დავალებული!
- იობი 14:6
დაეხსენი, რომ მოისვენოს, ვიდრე მოჯამაგირესავით დაამთავრებდეს თავის დღეებს.
- 4 მეფეთა 4:27
როცა მივიდა მთაზე ღვთის კაცთან, ფეხებზე ჩაებღაუჭა. გეხაზი შეეცადა მის მოცილებას, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა: „დაეხსენი, რადგან სულგამწარებულია იგი, უფალმა კი დამიმალა და არ უთქვამს”.
- მარკოზის 14:6
ხოლო იესომ უთხრა მათ: „თავი გაანებეთ, რატომ კიცხავთ? მან სიკეთე მიყო.
- იოანეს 12:7
იესომ უთხრა: „დაანებე თავი, მან ჩემი დამარხვის დღისთვის შემოინახა ეს.
- მათეს 27:19
სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: „არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.
- საქმეები 5:38
ახლა გეუბნებით თქვენ, თავი დაანებეთ ამ ხალხს და მოეშვით მათ, რადგან თუ კაცისგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიშლება.