მთავარითემები „თ“თანაზიარნი

თანაზიარნი

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 5:7
    ამიტომ ნუ იქნებით მათი თანაზიარნი.
  2. 2 პეტრეს 1:4
    რომელთა მიერაც მოგვეცა უაღრესად დიდი და ძვირფასი აღთქმანი, რათა მათი მეშვეობით გავხდეთ ღვთიური ბუნების ზიარნი, განვერიდებით რა გულისთქმით გამოწვეულ ხრწნილებას ამ ქვეყანაზე.
  3. ფილიპელთა 1:7
    ასეც მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ, ბორკილებში ვიქნები თუ სახარების დაცვასა და მის განმტკიცებაში, რადგან ყველანი ჩემი თანაზიარნი ხართ მადლში.
  4. 2 ტიმოთეს 2:6
    მიწის მუშაკი პირველი უნდა ეზიაროს ნაყოფებს.
  5. ებრაელთა 3:14
    ვინაიდან ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი რწმენის საწყისს მტკიცედ დავიცავთ ბოლომდე.
  6. კოლასელთა 1:12
    ჰმადლობდეთ მამას, რომელმაც წმიდათა მემკვიდრეობის მონაწილეობის ღირსი გაგვხადა სინათლეში,
  7. ებრაელთა 3:1
    ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური მოწოდების ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი აღსარების მღვდელმთავარს, იესო ქრისტეს,
  8. ებრაელთა 6:4
    ვინაიდან შეუძლებელია, რომ ერთხელ უკვე განათლებულნი, რომელთაც მიიღეს ზეციური ნიჭი და სულიწმიდის მოზიარენი გახდნენ,
  9. ებრაელთა 12:10
    ისინი მცირე დღეებისთვის გვწვრთნიდნენ თავის ნებისამებრ, ეს კი - ჩვენი სარგებლობისთვის, რათა წილი გვქონდეს მის სიწმიდეში.
  10. 1 პეტრეს 4:13
    არამედ გიხაროდეთ როგორც ქრისტეს ტანჯვათა მოზიარეებს, რათა მისი დიდების გამოცხადებაშიც იხაროთ და იმხიარულოთ.
  11. 1 პეტრეს 5:1
    თქვენს შორის ხუცესებს შევაგონებ მე, თანახუცესი, ქრისტეს ტანჯვის მოწმე და აგრეთვე თანაზიარი იმ დიდებისა, რომელიც გაცხადდება.
  12. 1 კორინთელთა 10:21
    არ შეგიძლიათ სვათ უფლის სასმისი და ეშმაკთა სასმისი; არ შეგიძლიათ უფლის სუფრასაც ეზიაროთ და ეშმაკთა სუფრასაც.
  13. 2 იოანე 1:11
    რადგან ვინც მას მიესალმება, მის ბოროტ საქმეთა მოზიარეა.
  14. გამოცხადება 18:4
    გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ გეწიოთ მისი წყლულებისგან.

← ყველა თემა „თ“-ზე