მთავარითემები „ს“სხვების მიმართ გამოხატული სიყვარული

სხვების მიმართ გამოხატული სიყვარული

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 25:35
    ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;
  2. ებრაელთა 6:10
    ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რაც გასწიეთ მისი სახელისთვის, ემსახურებოდით რა წმიდებს და კვლავაც ემსახურებით.
  3. გალატელთა 6:13
    ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, თუმცა უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხნონ.
  4. ლევიანნი 25:35
    თუ შენი მოძმე გაღარიბდა და შენთან მოვიდა, დაეხმარე მას როგორც მწირს ან ახალმოსახლეს და იცხოვროს შენთან.
  5. ესაია 58:7
    რომ მშიერს პური უწილადო და უსახლკარო ღატაკი სახლში შეიყვანო? შიშველს რომ ნახავ შემოსო და შენს სისხლსა და ხორცს არ დაემალო?
  6. მათეს 25:36
    შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მიპატრონეთ; საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.
  7. იაკობი 1:27
    ღვთისა და მამის წინაშე წმიდა და უმწიკვლო მსახურება ის არის, რომ მიხედო ქვრივ-ობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი ქვეყნიერებისგან.
  8. რომაელთა 12:15
    მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ.
  9. 1 კორინთელთა 12:26
    და თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად ყველა ასო იტანჯება. ხოლო თუ ერთი ასო დიდებას მოიხვეჭს, მასთან ერთად ყველა ასო ხარობს.
  10. გალატელთა 6:2
    ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.
  11. 1 თესალონიკელთა 5:14
    და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
  12. იგავნი 10:12
    სიძულვილი განხეთქილებას აღვივებს, სიყვარული კი ყველა დანაშაულს ფარავს.
  13. 1 პეტრეს 4:8
    უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს.
  14. ეფესელთა 4:32
    იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისთვის, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა.
  15. კოლასელთა 3:13
    შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.
  16. ეფესელთა 4:12
    რათა აღჭურვონ წმიდანები მსახურების საქმისთვის, ქრისტეს სხეულის აღსაშენებლად,
  17. ლევიანნი 19:17
    შენი მოძმე გულში არ გძულდეს; ამხილე შენი მოყვასი და შენზე არ იქნება მისი ცოდვა.
  18. მათეს 18:16
    ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა.

← ყველა თემა „ს“-ზე