მთავარითემები „ს“სწორად განსჯა

სწორად განსჯა

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლევიანნი 19:15
    უსამართლობა არა ქმნათ სასამართლოში; გლახაკს ზედმეტად ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
  2. მეორე რჯული 1:16
    მაშინ ვუბრძანე თქვენს მსაჯულებს: მოუსმინეთ თქვენს ძმებს და განსაჯეთ სამართლიანად კაცსა და მის ძმას შორის, მათსა და მათ ხიზანს შორის.
  3. მეორე რჯული 16:18
    მსაჯულები და გამგებელნი დაუდგინეთ ყოველ ქალაქს, რომელსაც აძლევს უფალი, თქვენი ღმერთი თქვენს ტომებს, რათა სამართლიანად განსაჯონ ხალხი.
  4. მათეს 7:2
    რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
  5. იოანეს 7:24
    ნუ განიკითხავთ გარეგნულად, არამედ სამართლიანი განკითხვით განიკითხეთ”.
  6. იოანეს 8:15
    თქვენ ხორცის მიხედვით განიკითხავთ, მე კი არავის განვიკითხავ.
  7. ლუკას 12:57
    თავად რაღატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი?
  8. იოანეს 7:51
    ,,განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ ჯერ მისგან არ მოისმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა?
  9. ზაქარია 8:16
    ესაა საქმენი, რაც უნდა აღასრულოთ - თითოეულმა ჭეშმარიტება ელაპარაკეთ მოყვასს; ჭეშმარიტებითა და მშვიდობიანი სამართლით განიკითხეთ თქვენს კარიბჭეებში.

← ყველა თემა „ს“-ზე