მთავარითემები „ს“სულიწმინდისგან ნასწავლი

სულიწმინდისგან ნასწავლი

16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 2:10
    ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
  2. 1 კორინთელთა 2:12
    ჩვენ კი მივიღეთ არა წუთისოფლის სული, არამედ სული ღვთისგან, რათა ვიცოდეთ ღვთის მიერ ჩვენთვის მონიჭებული.
  3. ეფესელთა 3:5
    რაც ადრინდელ თაობებში არ გამოცხადებიათ ადამიანთა შვილებს, როგორც ახლა გამოეცხადა მის წმიდა მოციქულებს და წინასწარმეტყველებს სულით.
  4. ნეემია 9:20
    შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი - მათი მწყურვალებისას.
  5. რომაელთა 8:16
    სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.
  6. ლუკას 2:26
    სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს.
  7. ლუკას 20:23
    იგი მიხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:
  8. 1 კორინთელთა 2:13
    რასაც ვლაპარაკობთ კიდეც, არა ადამიანური სიბრძნით შესწავლილი სიტყვებით, არამედ სულიწმიდის მიერ ნასწავლით, განვმარტავთ რა სულიერს სულიერით.
  9. 1 ტიმოთეს 4:1
    ხოლო სული გარკვევით ამბობს, რომ უკანასკნელ დღეებში ზოგიერთები განდგებიან რწმენისგან, დაუჯერებენ მაცდურ სულებს და ეშმაკთა მოძღვრებებს,
  10. ებრაელთა 3:7
    ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: "დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,
  11. ებრაელთა 9:8
    ამით სულიწმიდა გვიჩვენებს, რომ ვიდრე დგას პირველი კარავი, ჯერ კიდევ არაა გახსნილი გზა წმიდათა წმიდაში.
  12. ებრაელთა 10:15
    სულიწმიდაც გვიმოწმებს ამას, ვინაიდან ნათქვამია: გამოცხადება 2:7 ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია”.
  13. გამოცხადება 2:11
    ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან”.
  14. გამოცხადება 2:17
    ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: მივცემ გამარჯვებულს დაფარულ მანნას და მივცემ თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც მიმღების გარდა არავინ იცის”.
  15. გამოცხადება 3:6
    ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.
  16. გამოცხადება 14:13
    და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთი შრომისგან; და მათი საქმეები თან წაჰყვება მათ”.

← ყველა თემა „ს“-ზე