ბიბლიის მუხლები თემაზე
სულიწმინდის პიროვნულობა
10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- საქმეები 5:3
პეტრემ უთხრა: ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?
- საქმეები 10:19-21
სანამ პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, უთხრა მას სულმა: აი, სამი კაცი გეძებს. ადექი, ჩადი და ყოყმანის გარეშე გაჰყევი მათ, რადგან მე გამოვგზავნე ისინი. ჩავიდა იმ კაცებთან პეტრე და უთხრა: "მე ვარ, ვისაც თქვენ ეძებთ. რისთვის მოსულხართ?
- ებრაელთა 10:29
როგორ ფიქრობთ, რაოდენ უფრო მძიმე სასჯელს დაიმსახურებს ის, ვინც გათელა ძე ღვთისა, წმიდად არ მიიჩნია აღთქმის სისხლი, რომლითაც განიწმიდა, და შეურაცხყოფს მადლის სულს?
- საქმეები 13:2
უფლის მსახურებასა და მარხვაში იყვნენ ისინი, რომ უთხრა მათ სულიწმიდამ: გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რისთვისაც მოვუწოდე.
- ეფესელთა 4:30
ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
- 1 კორინთელთა 2:10
ჩვენ კი თავისი სულით გაგვიმხილა ღმერთმა; ვინაიდან სული ყოველივეს იკვლევს, ღვთის სიღრმეებსაც.
- იოანეს 15:26
როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
- რომაელთა 8:26
ასევე სულიც გვეხმარება ჩვენს უძლურებაში; ვინაიდან არ ვიცით, რისთვის ვილოცოთ, როგორ შეეფერება, არამედ თვით სული შუამდგომლობს ჩვენთვის გამოუთქმელი ოხვრით.
- ლუკას 12:11
სინაგოგებში რომ შეგიყვანენ მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იდარდებთ, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ.
- იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.