ბიბლიის მუხლები თემაზე
სულიწმინდის მოღვაწეობა
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 კორინთელთა 12:13
ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.
- იოანე 16:8-11
და როცა მოვა იგი, ამხელს წუთისოფელს ცოდვის, სიმართლისა და განკითხვის გამო.ცოდვის გამო, რომ არ მიწამეს;სიმართლის გამო, მამასთან რომ მივდივარ და ვეღარ მიხილავთ;სამსჯავროს გამო, ვინაიდან ამ ქვეყნიერების მთავარი უკვე მსჯავრდებულია.
- ეფესელთა 5:18
ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით.
- რომაელთა 12:6-8
და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა - რწმენის შესაბამისად. თუ მსახურებაა - მსახურებაში; თუ დამოძღვრაა - დამოძღვრაში. თუ შემგონებელია - შეგონებით, გამჩუქებელია - უბრალოებით, უფროსია - სიბეჯითით და ქველმოქმედია - ხალისით.
- 1 კორინთელთა 6:19
ანდა ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეულები ტაძარია თქვენში მყოფი სულიწმიდისა, რომელიც ღვთისგან გაქვთ და რომ თქვენს თავს არ ეკუთვნით?
- 2 პეტრეს 1:21
ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
- გალატელთა 5:22
ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სიკეთე, ერთგულება,
- ტიტეს 3:5
მან გვიხსნა არა მართალი საქმეების გამო, ჩვენ რომ ჩავიდინეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულიწმიდის მიერ განახლებით,
- დაბადება 6:3
და თქვა უფალმა: არ იქნება ჩემი სული ადამიანთან ჭიდილში სამუდამოდ, რადგან ხორციელია იგი. იყოს მისი ხანი ას ოცი წელი.
- ეფესელთა 4:30
ნუ დაანაღვლიანებთ ღვთის წმიდა სულს, რომლითაც დაიბეჭდეთ თქვენი გამოსყიდვის დღისთვის.
- იოანეს 15:26
როცა მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისგან, ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
- 1 კორინთელთა 3:2
რძეს გაძლევდით სასმელად და არა საჭმელს, რადგან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის მიღება და არც ახლა ძალგიძთ,