მთავარითემები „ს“სულიწმინდის ღვთიურობა

სულიწმინდის ღვთიურობა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 9:14
    მით უმეტეს ქრისტეს სისხლი, რომელმაც მარადიული სულით შესწირა ღმერთს თავისი უბიწო თავი, განწმედს ჩვენს სინდისს მკვდარი საქმეებისგან ცოცხალი ღმერთის სამსახურისთვის.
  2. 2 პეტრეს 1:21
    ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
  3. 1 კორინთელთა 6:11
    ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი უწინ; მაგრამ განიბანეთ, მაგრამ წმიდა გახდით, მაგრამ გამართლდით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით და ჩვენი ღვთის სულით.
  4. მათეს 28:19
    ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
  5. საქმეები 5:3
    პეტრემ უთხრა: ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და გადაგემალა ნაკვეთის საფასურიდან?
  6. ფსალმუნები 138:7-10
    სად წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში ავიდე - იქ ხარ, ქვესკნელში ჩავიდე - იქაც ხარ! ფრთებიც რომ გამოვისხა განთიადისა, დავსახლდე ზღვის კიდეზე - იქაც შენი ხელი წამიძღვება და შენი მარჯვენა დამიჭერს.
  7. 1 კორინთელთა 2:11
    რომელმა ადამიანმა იცის, რა არის ადამიანში, გარდა ადამიანის სულისა, რომელიც მასშია? ასევე ღვთისაც არავინ იცის, გარდა ღვთის სულისა.

← ყველა თემა „ს“-ზე