მთავარითემები „ს“სულიწმინდა აღწერილია, როგორც ხმა

სულიწმინდა აღწერილია, როგორც ხმა

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ებრაელთა 3:7-11
    ამიტომაც, როგორც სულიწმიდა ამბობს: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას,  ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც ამბოხის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,  სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს საქმეებს ორმოც წელიწადს. ამიტომ განვრისხდი იმ მოდგმაზე და ვთქვი: მუდამ ცდებიან ისინი გულით, ვერ შეიცნეს ჩემი გზა.  ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას: ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”.
  2. ეზეკიელი 2:2
    და შემოვიდა ჩემში სული, ის რომ მელაპარაკებოდა; დამაყენა ფეხზე და ვუსმენდი ჩემთან მოლაპარაკეს.
  3. მათეს 10:19-20
    ხოლო როცა გადაგცემენ, ნუ იდარდებთ, რა ვთქვათ ან როგორ ვთქვათო, რადგან მაშინ მოგეცემათ, რაც უნდა თქვათ.  რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ თქვენი მამის სული ილაპარაკებს თქვენში.
  4. მარკოზის 13:11
    როცა წაგიყვანენ გადასაცემად, წინასწარ ნუ იდარდებთ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
  5. იოანეს 16:13
    მაგრამ როცა მოვა იგი, ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღვებათ ყოველ ჭეშმარიტებაში, რადგან თავისით კი არ ილაპარაკებს, არამედ იმას ილაპარაკებს, რასაც ისმენს, და მომავალს გამოგიცხადებთ.

← ყველა თემა „ს“-ზე