მთავარითემები „ს“სულის მომპოვებლები

სულის მომპოვებლები

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 11:30
    მართლის ნაყოფი სიცოცხლის ხეა; და ვინც სულებს იძენს ბრძენია.
  2. დანიელი 12:3
    გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი - ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.
  3. მათეს 4:19
    უთხრა მათ: „გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
  4. მარკოზის 1:17
    უთხრა მათ იესომ: „მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
  5. ლუკას 5:10
    ასევე დაემართათ იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეებს, სიმონის მეწილეებს. უთხრა იესომ სიმონს: "ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ”.
  6. 1 კორინთელთა 9:19-20
    ვინაიდან ყველასგან თავისუფალი ყველას დავემონე, რათა უფრო მეტი შემეძინა ღვთისთვის. იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; რჯულის ქვეშ მყოფთათვის - როგორც რჯულის ქვეშ მყოფი, თუმცა თვითონ რჯულის ქვეშ არა ვარ, რათა რჯულის ქვეშ მყოფნი შემეძინა.
  7. იაკობის 5:20
    იცოდეთ, რომ ცოდვილის ცდომილების გზიდან მომქცევი სიკვდილისგან იხსნის მის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს.
  8. იუდა 1:23
    სხვანი კი შიშით იხსენით, ვითარცა ცეცხლისგან გამოტაცებით და ხორცისგან დაბინძურებული სამოსელიც კი შეიზიზღეთ.
  9. მათეს 18:11
    ვინაიდან ძე კაცისა დაღუპულთა გადასარჩენად მოვიდა.
  10. იოანეს 4:35
    განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
  11. რომაელთა 9:3
    ნეტავ მე თვითონ ვყოფილიყავი ქრისტესაგან მოკვეთილი ჩემი ძმების - ჩემი სისხლისა და ხორცის გამო.
  12. რომაელთა 10:1
    ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ.
  13. რომაელთა 11:14
    ნეტა შემძლებოდა შურის გაღვივება ჩემს თვისტომთა შორის და ზოგიერთი მათგანის ხსნა.
  14. 1 კორინთელთა 9:22
    უძლურებისთვის უძლური ვიყავი, რათა უძლურნი შემეძინა. ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთები.

← ყველა თემა „ს“-ზე