მთავარითემები „ს“სულიერი უმეცრება

სულიერი უმეცრება

12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 12:1
    ხოლო სულიერ ნიჭებზე, არ მინდა, ძმებო, უცოდინარნი იყოთ.
  2. ესაია 1:3
    ხარი ცნობს თავის მფლობელს, ვირი - თავისი პატრონის ბაგას, ისრაელი კი არ მიცნობს; ჩემს ხალხს არა აქვს გაგება.
  3. ესაია 59:8
    მშვიდობის გზები არ უწყიან, სამართალი არ არის მათ მისვლა-მოსვლაში, გაიმრუდეს ბილიკები, ვინც მათზე გაივლის, არ იცის მშვიდობა.
  4. იერემია 5:4
    ვთქვი ჩემთვის: „საცოდავები არიან, გამოსულელდნენ, რადგან არ უწყიან უფლის გზა, თავიანთი ღმერთის განკითხვანი.
  5. ამოსი 3:10
    მაგრამ სიმართლის ქმნა არ იციან, - ამბობს უფალი - ძალადობითა და ძარცვითაა მოპოვებული სიმდიდრე მათ ციხე-დარბაზებში.
  6. მიქა 4:12
    არ იცოდნენ ზრახვანი უფლისა და ვერ მიხვდნენ მის ჩანაფიქრს, რადგან კალოზე ჩაფანტული ხორბალივით შეიკრიბნენ ისინი.
  7. რომაელთა 10:3
    რადგან ვერ შეიცნეს ღვთის სიმართლე, საკუთარი სიმართლის დადგენას ცდილობდნენ და ღვთის სიმართლეს არ დაემორჩილნენ.
  8. 1 პეტრეს 1:14
    როგორც გამგონე შვილები, ნუ აჰყვებით უმეცრების დროინდელ გულისთქმებს.
  9. მსაჯული 2:10
    მთელი ის თაობაც შეუერთდა თავის მამა-პაპას და მათ შემდგომ მოვიდა სხვა თაობა, რომელიც არც უფალს იცნობდა და არც იმ საქმეებს, რომლებიც მან მოიმოქმედა ისრაელისათვის.
  10. ეფესელთა 4:18-19
    დაბნელებულნი აზროვნებაში და ღვთის სიცოცხლისგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცნენ, რათა ყოველგვარი უწმიდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით.
  11. ესაია 9:2
    დიდი ნათელი იხილა სიბნელეში მოსიარულე ხალხმა და სინათლე გამოუბრწყინდათ აჩრდილთა ქვეყანაში მცხოვრებთ.
  12. მათეს 4:16
    ხალხმა, რომელიც ბნელში იჯდა, დიდი სინათლე იხილა, სიკვდილის ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ სინათლე ამოუბრწყინდათ”.

← ყველა თემა „ს“-ზე