ბიბლიის მუხლები თემაზე
სულიერი მონობა
1 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 2 ტიმოთეს 2:26
რათა გათავისუფლდნენ ეშმაკის მახისაგან, რომელმაც თავის ნებაზე დაატყვევა ისინი. იოანეს 8:34 მიუგო მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონაა. ებრაელთა 2:14 რაკი ბავშვები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა სიკვდილით გააქარწყლოს ის, ვისაც სიკვდილის ხელმწიფება აქვს, ესე იგი ეშმაკი, რომაელთა 7:24 უბადრუკი ადამიანი ვარ! ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? 2 პეტრეს 2:19 თავისუფლებას აღუთქვამენ მათ, თვითონ კი გახრწნილების მონები არიან, რადგან ვინც ვისგანაა ძლეული, მისივე მონაა. რომაელთა 6:18 გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით. 1 ტიმოთეს 3:7 ასევე კარგი მოწმობა უნდა ჰქონდეს გარეშეებისაგან, რათა სირცხვილში და ეშმაკის მახეში არ გაებას. საქმეები 8:23 ვინაიდან გხედავ მწარე ნაღვლითა და უსამართლობით შებორკილს.