ბიბლიის მუხლები თემაზე
სულიერი ძალისხმევა
7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ფილიპელთა 1:27
ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა - მოვალ და გნახავთ, თუ ვერ მოვალ, - მესმოდეს თქვენზე, რომ მყარად დგახართ ერთ სულში და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისთვის.
- ლუკას 13:24
ძალ-ღონე არ დაიშუროთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო კარიდან; რადგან, გეუბნებით, მრავალი ეცდება შესვლას, მაგრამ ვერ შეძლებს.
- 1 კორინთელთა 9:25
ყველა, ვინც იღწვის, თავს იკავებს ყველაფრისგან; ისინი - ხრწნადი გვირგვინის მისაღებად, ჩვენ კი - უხრწნადისა.
- ფილიპელთა 3:14
ვილტვი მიზნისკენ, ღვთის უზენაესი მოწოდების ჯილდოსკენ ქრისტე იესოში.
- კოლოსელთა 1:29
ამისთვის ვშრომობ მეც, და ვიღწვი მისი ძალით, რომელიც ძლიერად მოქმედებს ჩემში.
- ებრაელთა 12:4
ჯერ კიდევ არ შეწინააღმდეგებიხართ ცოდვას სისხლამდე საბრძოლველად.
- რომაელთა 15:30
შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.