მთავარითემები „ს“სულგრძელობის არსი

სულგრძელობის არსი

9 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 15:5
    მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა კი მოგცეთ თქვენ ერთსულოვნება ერთმანეთში ქრისტე იესოს მიერ,
  2. ესაია 53:7
    შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.
  3. საქმეები 8:32
    წერილის ადგილი, რომელსაც საჭურისი კითხულობდა, ეს იყო: „დასაკლავი კრავივით წაიყვანეს, და როგორც ცხვარი დუმს მპარსველის წინაშე, ისე არ დაუძრავს ბაგე.
  4. მათეს 27:14
    არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.
  5. ტიტეს 2:2
    რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში.
  6. 2 პეტრეს 1:6
    შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
  7. იაკობის 1:4
    მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ ზრდასრულნი, სრულქმნილნი, ყოველგვარი ნაკლის გარეშე.
  8. რომაელთა 5:3
    და არა მარტო ამით, არამედ ჭირითაც ვიქადით, რადგან ვიცით, რომ ჭირი ქმნის მოთმინებას,
  9. იაკობის 1:3
    რაკი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას ქმნის;

← ყველა თემა „ს“-ზე