მთავარითემები „ს“სოფლის მეურნეობის წესები

სოფლის მეურნეობის წესები

5 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლევიანნი 19:9
    როცა სამკალი გექნებათ თქვენს მიწაზე, ნუ მომკი ყანის კიდემდე და მკის დროს დაცვენილს ნუ აკრეფ.
  2. ლევიანნი 19:10
    ვენახსაც ნუ მოკრეფ მთლიანად, ძირს დაცვენილ ცალკეულ მარცვლებს ნუ აკრეფ: ღარიბისა და ხიზნისთვის დატოვე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
  3. ლევიანნი 23:22
    როცა მოიმკით სამკალს თქვენს მიწაზე, ნუ მომკით ყანას კიდემდე, და ნუ აკრეფთ სამკალში დაცვენილს: ღარიბს და მწირს დაუტოვეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი”.
  4. ლევიანნი 25:4-5
    მეშვიდე წელი დასვენების შაბათი იყოს მიწისთვის, ეს უფლის შაბათია: არ დათესო ყანა და ნუ გასხლავ ვენახს. თავისით აღმოცენებული არ მომკა და გაუსხლავი ვაზიდან ნუ ააგროვებ ყურძენს; შაბათის წელიწადი იყოს მიწისთვის.
  5. ლევიანნი 25:11
    საზეიმო იყოს თქვენთვის ორმოცდამეათე წელი: არ თესოთ და არც თავისით აღმოცენებული არ მოაგროვოთ, არც ყურძენი დაკრიფოთ გაუსხლავი ვაზიდან.

← ყველა თემა „ს“-ზე