მთავარითემები „ს“სიზარმაცეს მოჰყვება

სიზარმაცეს მოჰყვება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 10:4
    ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი ამდიდრებს.
  2. იგავნი 20:13
    ძილს ნუ შეიყვარებ, თორემ გაღარიბდები; გაახილე თვალები და პურით გაძღები.
  3. იგავნი 20:4
    ზარმაცს ზამთარში ხვნა ეზარება; მკის დროს მოიკითხავს და არაფერი ექნება.
  4. იგავნი 24:34
    და ყაჩაღივით მოგადგება შენი სიღატაკე და შენი გაჭირვება - იარაღასხმული კაცივით.
  5. იგავნი 19:15
    სიზარმაცემ ძილქუში იცის და უქნარა კაცი იშიმშილებს.
  6. იგავნი 12:24
    ბეჯითის ხელი იბატონებს, ზარმაცი კი მონად იქცევა.
  7. იგავნი 13:4
    ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.
  8. იგავნი 21:25
    ზარმაცს საკუთარი სიხარბე კლავს, რადგან მისი ხელები უარს ამბობენ მუშაობაზე;
  9. იგავნი 24:30-31
    ზარმაცი კაცის მინდორთან და ჭკუათხელი ადამიანის ვენახთან ჩავიარე; აჰა, ჭინჭრითა და ეკლით იყო ყველაფერი დაფარული, ყორე კი ჩამონგრეულიყო.
  10. 1 ტიმოთეს 5:13
    და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.
მსგავსი თემები:

← ყველა თემა „ს“-ზე