ბიბლიის მუხლები თემაზე
სიყვარული ადამიანებში
19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- ეფესელთა 1:15
ამიტომ მეც, როცა შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
- კოლასელთა 1:4
მას მერე, რაც გვესმა თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
- კოლასელთა 1:8
მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული, რომელიც სულის ნაყოფია.
- ფილიმონის 1:7
რადგან დიდი სიხარული და ნუგეში გვაქვს შენს სიყვარულში, ვინაიდან შენით გახალისდნენ წმიდანთა გულები, ძმაო.
- 1 თესალონიკელთა 2:8
ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სიცოცხლეც, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
- ფილიმონის 1:5
მესმის რა შენი სიყვარული და რწმენა, უფალ იესოსა და ყველა წმიდანის მიმართ რომ გაქვს,
- 2 თესალონიკელთა 1:3
ვალდებულნი ვართ ძმებო, მარადის ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, რაც შესაფერია კიდეც, რადგან სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
- 1 კორინთელთა 16:24
ჩემი სიყვარული ყველა თქვენგანთან ქრისტე იესოში, ამინ!
- 2 კორინთელთა 11:11
რატომ? განა იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა იცის!
- კოლასელთა 2:2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,
- 2 კორინთელთა 2:4
ვინაიდან დიდი გულისტკივილით, ნაღველითა და უამრავი ცრემლით გწერდით, და არა იმიტომ, რომ დამემწუხრებინეთ, არამედ გეგრძნოთ ის მეტისმეტი სიყვარული, რომელიც თქვენდამი მაქვს.
- 2 კორინთელთა 8:7
ჰოდა, როგორი სიუხვეც გაქვთ ყველაფერში - რწმენასა და სიტყვაში, შემეცნებასა და ყოველგვარ სწრაფვაში, და თქვენდამი ჩვენს სიყვარულში, - ასევე იუხვეთ ამ მადლშიც.
- 2 კორინთელთა 8:8
ამას ბრძანებით კი არ ვამბობ, არამედ იმისთვის, რომ სხვათა გულმოდგინებით თქვენი სიყვარულის სიწრფელეც გამოვცადო.
- ფილიპელთა 1:16
ერთნი სიყვარულით, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული,
- ებრაელთა 6:10
ვინაიდან ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რაც გასწიეთ მისი სახელისთვის, ემსახურებოდით რა წმიდებს და კვლავაც ემსახურებით.
- 2 იოანეს 1:1
უხუცესი - რჩეულ ქალბატონს და მის შვილებს, რომლებიც მიყვარს ჭეშმარიტებაში, და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც ჭეშმარიტება შეუცვნია;
- 3 იოანეს 1:6
რომელთაც დაამოწმეს კიდეც შენს სიყვარულზე ეკლესიის წინაშე. კარგს იზამ ღვთის წინაშე, თუ ღირსეულად გამოისტუმრებ მათ.
- 1 თესალონიკელთა 3:6
ხლა კი, როცა ტიმოთე დაგვიბრუნდა და თქვენი რწმენისა და სიყვარულის ამბავი გვახარა, რომ ყოველთვის კეთილად გახსოვართ და გსურთ ჩვენი ხილვა, ისევე როგორც ჩვენ - თქვენი;
- იუდა 1:12
ისინი ლაქებად ჩანან თქვენი სიყვარულის სერობებზე; თავხედურად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ საკუთარ თავს; ქარის მიერ მიმოფანტული უწყლო ღრუბლები, შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის გამხმარნი და ძირფესვიანად აღმოფხვრილნი;