მთავარითემები „ს“სიუხვე

სიუხვე

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 15:58
    ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე.
  2. 2 კორინთელთა 9:8
    ხოლო ღმერთს ძალუძს გაგამდიდროთ ყოველგვარი მადლით, რათა თქვენ, ყველაფერში მუდამ ყოველივეს საკმარისად მქონენი, მდიდარნი იყოთ ყოველ კეთილ საქმეში.
  3. ფილიპელთა 1:9
    ამაზე ვლოცულობ, რომ უფრო და უფრო გაიზარდოს თქვენი სიყვარული ცოდნასა და ყოველ გრძნობაში,
  4. რომაელთა 15:13
    ხოლო სასოების ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ სასოებაში.
  5. 1 კორინთელთა 10:31
    ამიტომ ჭამთ, სვამთ, თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი აკეთეთ ღვთის სადიდებლად.
  6. ფსალმუნები 85:5
    რადგან შენ, უფალო, კეთილი და შემბრალე ხარ, და დიდად მოწყალე ყველას მიმართ, ვინც მოგიხმობს.
  7. 1 თესალონიკელთა 3:12
    უფალმა გაგიზარდოთ და გიმატოთ სიყვარული ერთმანეთისა და ყველას მიმართ, როგორც ჩვენა ვართ თქვენდამი,
  8. მეორე რჯული 6:5
    და შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით.
  9. რომაელთა 5:20
    რჯული კი შემდეგ შემოვიდა, რომ ემრავლა დანაშაულს. ხოლო სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი,
  10. იოანეს 10:10
    ქურდი მხოლოდ იმისათვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ მათ და უხვადჰქონდეთ.
  11. იერემია 33:6
    აჰა, მე მოვუტან მათ მორჩენასა და განკურნებას, და მე განვკურნავ მათ და გავუხსნი მათ მშვიდობისა და ჭეშმარიტების სიუხვეს,
  12. ლუკას 12:15
    უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული.
  13. რომაელთა 9:23
    რათა გამოაჩინოს თავისი დიდების სიუხვე წყალობის ჭურჭლებზე, რომლებიც წინასწარ გაამზადა სადიდბლად,
  14. 2 კორინთელთა 8:7
    ხოლო როგორც სიუხვე გაქვთ ყველაფრით: რწმენით და სიტყვით, ცოდნით და ყოველგვარი სიბეჯითით და თქვენში ჩვენი სიყვარულით, ასე იუხვეთ ამ მადლშიც.

← ყველა თემა „ს“-ზე