მთავარითემები „ს“სიუხვე ღმერთის მეშვეობით

სიუხვე ღმერთის მეშვეობით

14 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იოანეს 4:14
    ხოლო ვინც იმ წყალს დალევს, რომელსაც მე მივცემ, საუკუნოდ აღარ მოსწყურდება; რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, მასში იქცევა წყლის წყაროდ, რომელიც საუკუნო სიცოცხლედ იდინებს.
  2. იოანეს 10:10
    ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. მე კი იმისთვის მოვედი, რომ სიცოცხლე ჰქონდეთ და უხვად ჰქონდეთ.
  3. მათეს 5:6
    ნეტარ არიან სიმართლეს მოშიებულ-მოწყურებულნი, რადგან ისინი გაძღებიან.
  4. 1  კორინთელთა 1:7
    და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
  5. 2 კორინთელთა 9:8
    ღმერთს კი ძალუძს სიუხვე მოგცეთ ყოველგვარ მადლში, რათა ყველაფერში ყოველივეს საკმარისად მქონენი, უხვნი იყოთ ყოველი კეთილი საქმისთვის.
  6. ფილიპელთა 4:19
    ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას თავისი სიუხვისამებრ აღავსებს, დიდებაში, ქრისტე იესოში.
  7. მათეს 14:20
    ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო.
  8. მარკოზის 6:42
    ყველამ ჭამა და გაძღა.
  9. ლუკას 9:17
    ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო ნარჩენებით თორმეტი გოდორი გაავსეს.
  10. იოანეს 6:12
    რომ დანაყრდნენ, თავის მოწაფეებს უთხრა: მოაგროვეთ ნარჩენები, რომ არაფერი დაიკარგოს.
  11. 2 კორინთელთა 12:9
    და მითხრა: საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, ვინაიდან უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა. ამიტომ უფრო ხალისით დავიკვეხნი ჩემს უძლურებებში, რათა ქრისტეს ძალა დამკვიდრდეს ჩემში!
  12. ლუკას 12:33
    გაყიდეთ თქვენი ქონება და გაეცით მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულევი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ დააზიანებს.
  13. ესაია 49:10
    არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.
  14. გამოცხადება 7:16
    აღარ მოშივდებათ და არც მოსწყურდებათ, არც მზე დასწვავთ და არც არავითარი პაპანაქება.

← ყველა თემა „ს“-ზე