ბიბლიის მუხლები თემაზე
სილამაზე
12 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 პეტრეს 3:3-4
თქვენი მშვენება ნუ იქნება გარეგანი: თმის ნაწნავები, ოქროს სამკაულები ან ჩაცმულობა, არამედ დაფარული გულის ადამიანი უხრწნელი მყუდროებით და სულის სიმშვიდით, რაც ძვირფასია ღმერთის წინაშე.
- 1 მეფეთა 16:7
და უთხრა უფალმა სამუელს: „ნუ უყურებ მის გარეგნობას, ნურც მის ახოვანებას, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან უფალი ადამიანი როდია, რომ თვალადობით განსჯიდეს, არამედ გულს უყურებს კაცისას.
- გალატელთა 3:26-27
რადგან თქვენ ყველანი ღმერთის შვილები ხართ ქრისტე იესოში რწმენით. რადგან, რაკი ყველანი მოინათლეთ ქრისტეში, ქრისტეთი შეიმოსენით.
- ეკლესიასტე 3:11
ყველაფერი, რაც ღმერთმა შექმნა, მშვენიერია თავისი დროის შესაფერად; და თუმცა მარადიულის შეცნობის უნარი მიანიჭა მან კაცთა გონებას, მაგრამ ისე, რომ ვერ შეიცნოს ღმერთის ნამოქმედარის თავი და ბოლო.
- ეზეკიელი 28:17-18
აღზევდა შენი გული შენი მშვენების გამო, დაღუპე შენი სიბრძნე შენი ამპარტავნების გამო; ამიტომაც მიწაზე დაგანარცხე, მეფეთა წინაშე დაგსვი გასამასხრებლად. შენი მრავალი ურჯულოებით, შენი ვაჭრობის უსამართლობით შებღალე შენი საწმიდრები; და შენი შუაგულიდან ამოვიღებ ცეცხლს, რომელიც შეგჭამს შენ; და მე გაქცევ ნაცარ-მტვრად მიწაზე ყველა შენი მნახველის თვალწინ.
- იაკობის 1:23
რადგან, თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სახეს სარკეში ათვალიერებს, –
- მათეს 23:28
ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა თვალში, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
- იგავნი 31:30
მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია.
- იგავნი 11:22
ლამაზი, მაგრამ უგუნური ქალი იგივეა, რაც ღორის დინგზე წამოცმული ოქროს რგოლი.
- ესაია 40:8
ხმება ბალახი, ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი მარად რჩება.
- დაბადება 1:27
და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.
- 1 ტიმოთეს 2:9
ასევე ქალებმაც თავი შეიმკონ უბრალო სამოსითა და წესიერებით, და არა თმის დაწვნით და ოქროთი, ან მარგალიტებით, ან ძვირფასი ტანსაცმლით,