მთავარითემები „ს“სიცოცხლის დაკარგვა

სიცოცხლის დაკარგვა

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 10:39
    ვინც ჰპოვებს თავის სიცოცხლეს, დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემთვის დაკარგავს თავის სიცოცხლეს, ჰპოვებს მას.
  2. მათეს 16:25
    რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.
  3. მარკოზის 8:35
    რადგან, ვისაც სულის შენარჩუნება სურს, იგი დაკარგავს მას; ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაკარგავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.
  4. ლუკას 9:24
    ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სულს, იგი იხსნის მას.
  5. ლუკას 17:33
    ვინც ეცდება შეინარჩუნოს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას; ხოლო ვინც დაკარგავს თავის სიცოცხლეს, შეინარჩუნებს მას.
  6. იოანეს 12:25
    ვისაც უყვარს თავისი სიცოცხლე, დაკარგავს მას. ხოლო, ვისაც სძულს თავისი სიცოცხლე ამ წუთისოფელში, საუკუნო სიცოცხლისთვის შეინახავს მას.
  7. მათეს 16:26
    რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
  8. მარკოზის 8:36
    რა სარგებელი აქვს ადამიანს, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?
  9. ლუკას 9:25
    რადგან რა სარგებელია ადამიანისთვის, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?
  10. ფილიპელთა 3:7-8
    მაგრამ, რაც ჩემთვის მოგება იყო, წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისთვის.  ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გამო, რისთვისაც უარი ვთქვი ყოველივეზე და ყველაფერს ნაგვად მივიჩნევ, რათა ქრისტე შევიძინო;

← ყველა თემა „ს“-ზე