მთავარითემები „ს“სიბრძნით ცხოვრება

სიბრძნით ცხოვრება

10 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 15:24
    ბრძენის ცხოვრების გზა აღმავალია, რათა დაბლა ქვესკნელს განერიდოს.
  2. იგავნი 3:22
    და იქნებიან სიცოცხლედ შენი სულისთვის და მადლის სამკაულად - შენი ყელისთვის.
  3. იგავნი 8:35
    რადგან ჩემი მპოვნელი სიცოცხლეს ჰპოვებს და კეთილგანწყობას იღებს უფლისგან.
  4. იგავნი 16:22
    გონიერება სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, უგუნურთა შეგონება კი სისულელეა.
  5. იგავნი 9:6
    მიატოვეთ გულუბრყვილობა, იცოცხლეთ, იარეთ გონიერების გზით”.
  6. იგავნი 4:13
    ჩაეჭიდე დარიგებას, არ გაუშვა, დაიცავი, რადგან შენი სიცოცხლეა იგი.
  7. იგავნი 10:17
    დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
  8. იგავნი 13:14
    ბრძენისგან დამოძღვრა სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახეების ამრიდებელი.
  9. იგავნი 6:23
    რადგან, მცნება ლამპარია და სწავლება - სინათლე, ხოლო სამხილებელი შეგონება ცხოვრების გზაა.
  10. იგავნი 5:6
    სიცოცხლის გზაზე არ ფიქრობს, არამყარია მისი გზები, ვერაფერი გაუგია.

← ყველა თემა „ს“-ზე