მთავარითემები „ს“სიბრძნე სიმდიდრეს იძლევა

სიბრძნე სიმდიდრეს იძლევა

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 3:16
    დღეგრძელობა მის მარჯვენაშია, მარცხენაში - სიმდიდრე და პატივი.
  2. იგავნი 8:18
    ჩემთანაა სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
  3. იგავნი 8:21
    რათა სიმდიდრე დავუმკვიდრო ჩემს მოყვარულებს და ავავსო მათი საგანძურები.
  4. იგავნი 14:24
    ბრძენკაცთა გვირგვინი მათი სიმდიდრეა, ბრიყვთა სამკაული კი უგუნურებაა.
  5. იგავნი 21:20
    სანუკვარი განძი და ზეთია ბრძენის სახლში, ბრიყვი კაცი კი შთანთქავს მათ.
  6. იგავნი 24:4
    ცოდნის გამო ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საამური სიმდიდრით.
  7. ეზეკიელი 28:4-5
    შენი სიბრძნითა და გონიერებით დააგროვე ქონება და ოქრო-ვერცხლი შენს საგანძურებში. შენი დიდი სიბრძნით ივაჭრე და ქონება გაიმრავლე; და აღზევდა შენი გული სიმდიდრით.

← ყველა თემა „ს“-ზე