მთავარითემები „ს“სიბნელე დღისით

სიბნელე დღისით

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იერემია 4:27-28
    რადგან ასე ამბობს უფალი: მთელი ეს ქვეყანა უდაბნოდ იქცევა, მაგრამ საბოლოოდ არ მოვსპობ. ამაზე იგლოვებს დედამიწა და მაღლა ცა დაბნელდება, რადგან მე უკვე ვთქვი ჩემი განაჩენი და არ ვნანობ და უკან არ დავიხევ.
  2. ამოსი 8:9
    იმ დღეს იქნება, – ამბობს უფალი ღმერთი, – რომ შუადღისას ჩავიყვან მზეს და დღისით მზისით დავაბნელებ ქვეყანას.
  3. იობი 3:9
    დაე, დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, და ვერ იხილოს სხივი ცისკრისა.
  4. ეზეკიელი 30:18
    თახფანხესში დღე დაბნელდება, როცა დავლეწავ იქ ეგვიპტის უღელს და შეწყდება იქ ამპარტავნება მისი ძლიერებისა. ღრუბელი დაფარავს მას და ტყვეობაში წავლენ მისი ასულნი.
  5. იერემია 2:6
    და არც უთქვამთ: სად არისო უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგვიყვანა? უდაბნოში გვატარა, შიშველ და უკაცრიელ მიწაზე, ურწყულ და სიკვდილის აჩრდილთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც არავის გაუვლია და სადაც კაცისშვილს არ უცხოვრია.
  6. ეზეკიელი 34:12
    როგორც მწყემსი ეძებს თავის ცხვარს, როცა თავის გაფანტულ ფარაში ჩადგება, მეც ისე მოვძებნი ჩემს ცხვარს და დავიხსნი ყველა იმ ადგილიდან, სადაც კი გაიფანტნენ ნისლიან და ღრუბლიან დღეს.
  7. მათეს 27:45
    მეექვსე საათიდან ცხრა საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
  8. გამოცხადება 9:2
    და გახსნა მან უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ქურის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან.

← ყველა თემა „ს“-ზე