მთავარითემები „ს“სიამაყის საწყისები

სიამაყის საწყისები

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ლუკას 18:11-12
    ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: გმადლობ შენ ღმერთო, რომ სხვა ადამიანების მსგავსი არა ვარ – მძარცველი, უსამართლო და მრუში ან როგორიც ეს მებაჟეა. კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.
  2. სოფონია 3:11
    აღარ შეგრცხვება იმ დღეს ყველა შენი საქმის გამო, რითაც მიჯანყდებოდი, რადგან მაშინ მოვაშორებ შენი წიაღიდან ამპარტავნებსა და ქედმაღლებს, რომ აღარ იამპარტავნო ჩემს წმიდა მთაზე;
  3. 1 კორინთელთა 8:1
    ახლა კერპთშენაწირებზე. ვიცით, რადგან ცოდნა ყველას გვაქვს. მაგრამ ცოდნა აამპარტავნებს, სიყვარული კი აშენებს.
  4. 1 ტიმოთეს 3:6
    ნურც ახალმოქცეული იქნება, რათა არ გაამაყდეს და ეშმაკის სამსჯავროში არ მოხვდეს.
  5. ლევიანნი 26:19
    გავტეხ თქვენი სიძლიერის სიამაყეს, რკინად გიქცევთ ცას და სპილენძად – მიწას.
  6. ეზეკიელი 30:6
    ასე ამბობს უფალი: დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება მისი ძლიერების სიამაყე, მიგდოლიდან სევენემდე მახვილით დაეცემიან! – ამბობს უფალი ღმერთი.
  7. 4 მეფეთა 20:13
    მოუსმინა ხიზკიაჰუმ წარმოგზავნილთ და უჩვენა მათ საუნჯეთა სახლი: ვერცხლი და ოქრო, სურნელებანი და საცხებელი ზეთები, თავისი საჭურველის სახლი და ყველაფერი, რაც საგანძურში მოეპოვებოდა; არაფერი დარჩენილა თავის სახლსა და მთელ თავის სამფლობელოში, რაც არ უჩვენებია მათთვის ხიზკიაჰუს.

← ყველა თემა „ს“-ზე