მთავარითემები „შ“შესაფერისი დრო ადამიანებისთვის

შესაფერისი დრო ადამიანებისთვის

18 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 15:23
    კაცის სიხარული მისი ბაგეების პასუხშია; კარგია თავის დროზე ნათქვამი სიტყვა.
  2. გალატელთა 6:10
    მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.
  3. ეფესელთა 5:16
    გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.
  4. კოლასელთა 4:5
    ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.
  5. 1 კორინთელთა 16:12
    რაც შეეხება ძმა აპოლოსს, ძალიან ვეხვეწე, მოსულიყო თქვენთან ძმებითურთ, მაგრამ ახლა არ ისურვა წამოსვლა. მოვა, როცა შეძლებს.
  6. ფილიპელთა 4:10
    მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ცდილობდით ზრუნვას, მაგრამ ვერ ახერხებდით.
  7. საქმეები 24:25
    პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: „ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”.
  8. მათეს 26:16
    მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
  9. მარკოზის 14:11
    ეს რომ მოისმინეს, გაიხარეს და ვერცხლის მიცემას შეპირდნენ. ის კი მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რათა გაეცა იგი.
  10. ლუკას 22:6
    მანაც აღუთქვა და მარჯვე შემთხვევას ეძებდა, რომ ხალხის დაუსწრებლად გაეცა იგი.
  11. მარკოზის 6:21
    დადგა მარჯვე ჟამი, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ვახშამი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ წარჩინებულთ;
  12. იერემია 46:17
    ხმამაღლა აცხადებენ: დიდი ხმაურის გარდა არაფერია ფარაონი, ეგვიპტის მეფე! გაეპარა მიცემული დრო.
  13. ებრაელთა 11:15
    ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
  14. ანგია 1:4
    იმის დრო ხომ დადგა, რომ შეფიცრულ სახლებში ცხოვრობდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
  15. იოანეს 7:6
    ამაზე იესომ უთხრა მათ: „ჩემი ჟამი ჯერ არ მოსულა, თქვენი დრო კი ყოველთვის არის.
  16. დაბადება 29:21
    უთხრა იაკობმა ლაბანს: „მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან”.
  17. ეკლესიასტე 10:17
    კურთხეული ხარ, ქვეყანავ, თუ კეთილშობილთა ძეა შენი მეფე და თავის დროზე ჭამენ პურს შენი მთავრები, ძალღონის მოსაკრებად და არა სათრობად.
  18. ესთერი 4:14
    რადგან თუ დადუმდები ასეთ დროს, მაშინ შვება და ხსნა სხვა მხრიდან მოვა ებრაელთათვის, შენ და მამაშენის სახლი კი დაიღუპებით; ვინ იცის, იქნებ ამ ჟამისთვის ეწიე დედოფლობას?

← ყველა თემა „შ“-ზე