მთავარითემები „შ“შესაძლებლობა

შესაძლებლობა

29 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეფესელთა 5:16
    გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.
  2. კოლასელთა 4:5
    ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.
  3. გალატელთა 6:10
    მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.
  4. ეფესელთა 4:27
    ადგილი არ მისცეთ ეშმაკს.
  5. ეფესელთა 5:15
    მაშ, ფრთხილად მოიქეცით - არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
  6. გალატელთა 5:13
    ხოლო თქვენ, ძმებო, თავისუფლებისთვის ხართ მოწოდებულნი, ოღონდ ეს თავისუფლება არ გახდეს საბაბი ხორცის საამებლად, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს.
  7. 1 კორინთელთა 16:9
    ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
  8. 1 კორინთელთა 7:21
    თუ მონობაში მყოფს მოგიწოდეს, ნუ ითაკილებ; მაგრამ თუ ძალგიძს გათავისუფლება, უმჯობესია ისარგებლო.
  9. იგავნი 3:27
    ნუ დაუკავებ სიკეთეს მას, ვინც ამას იმსახურებს, თუკი ძალუძს შენს ხელს ამის გაკეთება,
  10. 1 კორინთელთა 3:4
    რადგან, როცა ერთი ამბობს: მე პავლესი ვარ, ხოლო მეორე: მე აპოლოსი ვარო, განა ხორციელნი არა ხართ?
  11. ფილიპელთა 4:10
    მე კი დიდად გავიხარე უფალში, რადგან ახლა კვლავ იწყეთ ჩემზე ზრუნვა. უწინაც ცდილობდით ზრუნვას, მაგრამ ვერ ახერხებდით.
  12. ეფესელთა 6:18
    ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
  13. კოლასელთა 4:3
    ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ,
  14. ლუკას 21:13
    ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
  15. 2 კორინთელთა 2:12
    ქრისტეს სახარებლად მივედი ტროადაში და კარი ღია იყო ჩემთვის უფალში,
  16. ებრაელთა 11:15
    ხოლო თუ გაიხსენებდნენ, საიდან გამოვიდნენ, ექნებოდათ იქ დაბრუნების დრო.
  17. ლუკას 4:13
    როცა ყველა გამოცდა დაასრულა, დრომდე გაშორდა მას ეშმაკი.
  18. რომაელთა 7:8
    ხოლო ცოდვამ მცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი; რადგან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია.
  19. 1 კორინთელთა 7:34
    ქმრიანსა და ქალწულს შორისაც არის განსხვავება; უქმრო, ქალწული ქალი უფლისაზე ზრუნავს, რათა სხეულითაც წმიდა იყოს და სულითაც; ქმრიანი კი წუთისოფლის საქმეებზე ზრუნავს, როგორ ასიამოვნოს ქმარს.
  20. 1 კორინთელთა 3:5
    ვინ არის პავლე? ვინ არის აპოლო? მხოლოდ მსახურნი, რომელთა მეშვეობითაც ირწმუნეთ, როგორც უფალმა მისცა თითოეულს.
  21. იაკობის 1:2
    ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როცა სხვადასხვა განსაცდელში ვარდებით.
  22. 1 კორინთელთა 3:19
    ვინაიდან ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც სწერია: მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენთ.
  23. ეკლესიასტე 9:10
    ყოველივე, რასაც შენი ხელი მისწვდება გასაკეთებლად, გააკეთე შენი შეძლებისამებრ, ვინაიდან არაა საქმე, განზრახვა, ცოდნა და სიბრძნე საიქიოს, სადაც შენ მიდიხარ.
  24. საქმეები 24:25
    პავლემ სამართლიანობაზე, თავშეკავებასა და მომავალ განკითხვაზე ილაპარაკა, ამიტომ ფელიქსი შეშინდა და უთხრა: „ახლა წადი და როცა მოვიცლი, დაგიძახებ”.
  25. მათეს 26:16
    მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.
  26. რომაელთა 13:14
    არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და სხეულზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით.
  27. მარკოზის 3:20
    მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პური ვეღარ ჭამეს.
  28. გამოცხადება 13:10
    ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა; ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა.
  29. იერემია 8:20
    მკის დრო გავიდა, ზაფხული მიილია, ჩვენ კი დახსნილნი არა ვართ.

← ყველა თემა „შ“-ზე