მთავარითემები „შ“შეგონების უარყოფა

შეგონების უარყოფა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 5:12
    იტყვი: „როგორ შევიძულე დარიგება და უკუაგდო შეგონება ჩემმა გულმა;
  2. იგავნი 10:17
    დარიგების შემნახველი სიცოცხლის ბილიკით დადის, შეგონების წამყრუებელი კი გზას ასცდა.
  3. იგავნი 12:1
    შეგონების მოყვარულს ცოდნა უყვარს, ბრიყვს კი ეჯავრება მხილება.
  4. იგავნი 15:10
    მკაცრი სასჯელი ელის სწორი გზის მიმტოვებელს; მხილების მოძულე მოკვდება.
  5. იგავნი 13:1
    ბრძენი შვილი მამის წვრთნას ღებულობს, ბრიყვი კი საყვედურს არ ისმენს.
  6. იგავნი 15:12
    დამცინავს არ უყვარს თავისი მამხილებელი, ბრძენთან არ წავა იგი.
  7. იგავნი 1:25
    უკუაგდეთ ჩემი რჩევები; ყური არ ათხოვეთ ჩემს შეგონებებს.
  8. იგავნი 1:30
    არ მიიღეს ჩემი რჩევა და მოიძულეს ჩემი ყველა შეგონება.

← ყველა თემა „შ“-ზე