მთავარითემები „შ“შეგონება

შეგონება

11 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 12:6-8
    და გვაქვს, ჩვენთვის მადლით მოცემული სხვადასხვა ნიჭი: თუ წინასწარმეტყველებაა – რწმენის შესაბამისად. თუ მსახურებაა – მსახურებაში; თუ დამოძღვრაა – დამოძღვრაში. თუ შემგონებელია – შეგონებით, გამჩუქებელია – უბრალოებით, უფროსია – სიბეჯითით და ქველმოქმედია – ხალისით.
  2. ებრაელთა 10:24
    ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთს, წავახალისოთ სიყვარულისა და კეთილი საქმეებისთვის;
  3. 1 ტიმოთეს 4:13
    სანამ მოვალ, ყურადღება გაამახვილე კითხვაზე, შეგონებასა და მოძღვრებაზე.
  4. 1 ტიმოთეს 6:2
    ის კი, ვისაც მორწმუნე ბატონი ჰყავს, ნუ უგულებელჰყოფს მას, აქაოდა ძმა არისო, არამედ უფრო მეტად ემსახუროს, ვინაიდან მორწმუნენი – საყვარელნი და ქველმოქმედნი არიან. ეს ასწავლე და შეაგონე.
  5. 2 ტიმოთეს 4:2
    რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
  6. ებრაელთა 3:13
    არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო”, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით.
  7. 1 კორინთელთა 14:3
    ხოლო, ვინც წინასწარმეტყველებს, ის ადამიანებს ელაპარაკება ასაშენებლად, გასამხნევებლად და სანუგეშებლად.
  8. 1 კორინთელთა 14:31
    ვინაიდან ყველას სათითაოდ შეგიძლიათ წინასწარმეტყველება, რათა ყველამ ისწავლოს და ყველამ ინუგეშოს.
  9. საქმეები 13:15
    რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვის დასრულების შემდეგ სინაგოგის უფროსებმა კაცი მიუგზავნეს მათ და უთხრეს: „კაცნო, ძმანო, თუ რამე შეგონების სიტყვა გაქვთ ამ ხალხისთვის სათქმელი, თქვით”.
  10. ებრაელთა 13:22
    გთხოვთ, ძმებო, შეიწყნაროთ ეს დარიგების სიტყვა, რადგან მოკლედ მოგწერეთ თქვენ.
  11. ებრაელთა 10:25
    ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, არამედ ვამხნევებდეთ ერთმანეთს, მით უმეტეს, რაც უფრო მეტად ატყობთ იმ დღის მოახლოებას.

← ყველა თემა „შ“-ზე