მთავარითემები „შ“შეცვლა

შეცვლა

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ფსალმუნები 45:1-2
    ღმერთია ჩვენი მფარველი და ძალა, სწრაფი შემწე გასაჭირში. ამიტომ არ შეგვეშინდება, ქვეყნიერებაც რომ შეიცვალოს, მთები რომ იძრნენ ზღვათა შუაგულში.
  2. დანიელი 2:21
    იგი ცვლის დრო-ჟამს, იგი ამხობს მეფეებს და იგივე აღაზევებს მათ; ბრძენთ სიბრძნეს აძლევს და გონიერთ – ცოდნას;
  3. დანიელი 7:25
    უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდებს შეავიწროვებს. განიზრახავს დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას დროის, ორი დროისა და ნახევარი დროის მანძილზე.
  4. დანიელი 4:16
    კაცის გული გამოეცვლება და მხეცის გული მიეცემა. შვიდი წელიწადი გადაუვლის მას.
  5. დაბადება 31:2
    და სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარაა მის მიმართ, როგორიც უწინ იყო.
  6. ებრაელთა 13:8
    იესო ქრისტე იგივეა გუშინ და დღეს და უკუნისამდე.
  7. იოანეს 8:35
    მაგრამ მონა არ რჩება სახლში საუკუნოდ, ძე კი რჩება საუკუნოდ.
  8. ებრაელთა 7:12
    რადგან მღვდლობის შეცვლასთან ერთად აუცილებელია რჯულის შეცვლაც.

← ყველა თემა „შ“-ზე