ბიბლიის მუხლები თემაზე
საზოგადოებრივი მოვალეობები
16 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- 1 კორინთელთა 7:3
ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმა - ქმარს.
- ლევიანნი 19:11
არ მოიპაროთ, არ იცრუოთ, ერთიმეორე არ მოატყუოთ.
- იგავნი 11:1
მატყუარა სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სწორი საწონი კი სასურველია მისთვის.
- ეფესელთა 4:11
და შეიმოსოთ ახალი კაცით, რომელიც შექმნილია ღვთისამებრ, ჭეშმარიტების სიმართლესა და სიწმიდეში.
- კოლოსელთა 3:18
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
- რომაელთა 13:1
ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.
- რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება - კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
- კოლოსელთა 4:2
იყავით მტკიცენი ლოცვაში და მადლიერებით იფხიზლეთ მასში.
- 1 კორინთელთა 7:20
თითოეული იმ მოწოდებაში დარჩეს, რომლითაც მოუწოდეს.
- გამოსვლა 15:20
არ იქურდო.
- ეფესელთა 6:10
დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
- იოანეს 4:7
მოვიდა სამარიელი დედაკაცი წყლის ამოსაღებად. უთხრა იესომ: „წყალი დამალევინე,
- გამოსვლა 22:22
ქვრივსა და ობოლს ნუ შეავიწროვებ.
- გამოსვლა 18:20
ასწავლე მათ წესები და რჯული და უჩვენე გზა, რომლითაც უნდა იარონ და საქმენი, რაც უნდა აკეთონ.
- იგავნი 22:2
მდიდრები და ღარიბები ერთმანეთს ხვდებიან: ყველა მათგანის შემქმნელი კი უფალია.
- 1 ტიმოთეს 2:1
ამრიგად, შეგაგონებ, უწინარეს ყოვლისა, ჰყოთ ვედრებანი, ლოცვანი, შუამდგომლობანი და მადლიერებანი ყველა ადამიანისთვის,