მთავარითემები „ს“საყოველთაო ეკლესია

საყოველთაო ეკლესია

25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. მათეს 16:18
    და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
  2. ებრაელთა 12:23
    მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოველივეს გამკითხავ ღმერთს და განსრულებულ მართალთა სულებს;
  3. ეფესელთა 1:22
    და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,
  4. ეფესელთა 5:23
    ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მხსნელი.
  5. კოლასელთა 1:18
    ის არის თავი სხეულისა, რომელიც ეკლესიაა. ის არის დასაბამი, პირმშო მკვდართაგან, რათა მას ჰქონდეს პირველობა ყველაფერში.
  6. კოლასელთა 1:24
    ახლა კი ვხარობ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები და ქრისტეს დაკლებულ ჭირთ ვავსებ საკუთარი ხორცით მისი სხეულისთვის, რომელიც არის ეკლესია,
  7. ეფესელთა 5:25
    მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
  8. ეფესელთა 5:29
    ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი სხეული, არამედ კვებავს და უვლის მას, ისევე როგორც უფალი ეკლესიას.
  9. ეფესელთა 5:32
    დიდია ეს საიდუმლო, მე ვამბობ ქრისტესა და ეკლესიაზე.
  10. საქმეები 20:28
    მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
  11. ეფესელთა 3:10
    რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე.
  12. 1 კორინთელთა 12:28
    და დააყენა ღმერთმა ეკლესიაში, პირველად მოციქულები, მერე წინასწარმეტყველნი, მერე მოძღვრები; შემდეგ ძალნი, განკურნების ნიჭი, შეწევნა, მართვა და სხვადასხვა ენები.
  13. ეფესელთა 3:21
    მას დიდება ეკლესიაში, ქრისტე იესოში და ყველა თაობაში უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
  14. ეფესელთა 5:26
    რათა წმიდაეყო იგი და განეწმიდა წყალში განბანით, თავისი სიტყვის მეშვეობით.
  15. ეფესელთა 5:27
    და ასე წარედგინა თავისთვის დიდებულ ეკლესიად, რომელსაც არა აქვს ლაქა, არც მანკი, ან რაიმე მსგავსი, არამედ პირიქით, წმიდა და უბიწო ყოფილიყო.
  16. 1 ტიმოთეს 3:15
    მაგრამ თუ დავიგვიანებ, იცოდე, როგორ მოიქცე ღვთის სახლში, რომელიც ცოცხალი ღმერთის ეკლესიაა, ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი.
  17. საქმეები 5:11
    დიდმა შიშმა მოიცვა მთელი ეკლესია და ყველა, ვისაც ეს ესმა.
  18. 1 კორინთელთა 15:9
    ვინაიდან უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და მოციქულად წოდების ღირსიც არა ვარ, რადგან ვდევნიდი ღმერთის ეკლესიას.
  19. გალატელთა 1:13
    რადგან გსმენიათ ჩემი წინანდელი მიმოსვლა იუდევლობაში, რა სასტიკად ვდევნიდი და ვარბევდი ღვთის ეკლესიას.
  20. ფილიპელთა 3:6
    ეკლესიის მოშურნედ მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო.
  21. საქმეები 8:3
    სავლე კი არბევდა ეკლესიას, სახლებში იჭრებოდა, ძალით გამოჰყავდა მამაკაცები და დედაკაცები და საპყრობილეში ჰყრიდა მათ.
  22. საქმეები 9:31
    ეკლესიას კი მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის მოშიშებით დადიოდა და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა.
  23. საქმეები 12:5
    ასე რომ, პეტრეს საპყრობილეში დარაჯობდნენ, ეკლესია კი მხურვალედ ევედრებოდა ღმერთს მისთვის.
  24. 1 კორინთელთა 11:22
    განა არა გაქვთ სახლები, რომ იქ ჭამოთ და სვათ? თუ შეურაცხყოფთ ღვთის ეკლესიას და არცხვენთ უქონელთ? რა გითხრათ, შეგაქოთ? ამისთვის ვერ შეგაქებთ.
  25. 1 კორინთელთა 10:32
    და ნუ გახდებით ცდუნება ნურც იუდეველთათვის, ნურც წარმართებისთვის და ნურც ღვთის ეკლესიისთვის.

← ყველა თემა „ს“-ზე