მთავარითემები „ს“სახარების იმედი

სახარების იმედი

26 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. კოლასელთა 1:27
    რომელთათვისაც ღმერთმა ინება ეცნობებინა, რა არის ამ საიდუმლოს დიდების სიმდიდრე ერებს შორის: რომელიც არის ქრისტე თქვენში, დიდების იმედი,
  2. 1 ტიმოთეს 1:1
    პავლე, ქრისტე იესოს მოციქული, ჩვენი მხსნელი ღმერთისა და ჩვენი იმედის, იესო ქრისტეს ბრძანებით.
  3. ლუკას 24:21
    ჩვენ კი ვიმედოვნებდით, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი. აგერ, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.
  4. მათეს 12:21
    და მის სახელში ექნებათ იმედი წარმართებს”.
  5. რომაელთა 15:12
    ესაიაც ამბობს: „მოვა იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ და მისი იმედი ექნებათ წარმართებს”.
  6. 2 თესალონიკელთა 2:16
    ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,
  7. 1 ტიმოთეს 4:10
    ვინაიდან ამიტომ ვშრომობთ და ვიღწვით, რომ ცოცხალი ღმერთის იმედი გვაქვს, რომელიც ყველა ადამიანის მხსნელია, მეტადრე კი ერთგულებისა.
  8. 1 პეტრეს 1:21
    ვინც მის მიერ იწამეთ ღმერთი, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი და მისცა მას დიდება, რათა გქონდეთ რწმენა და ღვთის იმედი.
  9. კოლასელთა 1:23
    ოღონდ თუ დარჩებით მტკიცე და შეურყეველი რწმენაში და არ გადაუხვევთ სახარების იმედს, რომელიც ისმინეთ და ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
  10. ტიტეს 1:2
    საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნეთა უწინ.
  11. რომაელთა 8:24
    ვინაიდან იმედით ვიქენით დახსნილნი, ხილული იმედი კი აღარ არის იმედი; რადგან, თუ ხედავს კაცი, რაღას იმედოვნებს?
  12. 1 პეტრეს 1:3
    კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობითა და იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით ხელახლა გვშვა ჩვენ ცოცხალი იმედით.
  13. 1 თესალონიკელთა 5:8
    მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.
  14. 1 პეტრეს 3:15
    წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.
  15. რომაელთა 5:2
    რომელშიც რწმენით მოვიპოვეთ მისადგომი იმ მადლთან, რაშიც ვდგავართ და ვიქადით ღვთის დიდების იმედით.
  16. ებრაელთა 6:18
    რათა ორ ურყევ რამეში, რაშიც შეუძლებელია მოგვატყუოს ღმერთმა, მტკიცე ნუგეშისცემა გვქონდეს ჩვენ, ვინც შევეფარეთ, რათა ჩავჭიდებოდით ჩვენ წინ მდებარე იმედს,
  17. ეფესელთა 1:12
    რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
  18. ეფესელთა 4:4
    ერთია სხეული და ერთია სული, როგორც ხართ კიდეც მოწოდებულნი თქვენი მოწოდების ერთი იმედით;
  19. 1 იოანეს 3:3
    ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.
  20. რომაელთა 12:12
    იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში - მდგრადნი.
  21. რომაელთა 15:13
    ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
  22. ეფესელთა 1:18
    და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;
  23. ებრაელთა 6:19
    რომელიც ჩვენთვის სანდო და მტკიცე ღუზასავითაა და შედის ფარდის მიღმა,
  24. 1 ტიმოთეს 5:5
    ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.
  25. 1 ტიმოთეს 6:17
    მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
  26. 1 კორინთელთა 15:19
    და თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავები ვყოფილვართ.

← ყველა თემა „ს“-ზე