მთავარითემები „ს“სახარება ებრაელთა და წარმართთა მიმართ

სახარება ებრაელთა და წარმართთა მიმართ

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. რომაელთა 1:16
    ვინაიდან, მე არ მრცხვენია სახარებისა, რადგან ღმერთის ძალაა იგი ყოველი მორწმუნის გადასარჩენად ჯერ იუდევლისა და მერე ბერძენისა.
  2. რომაელთა 2:9
    ჭირი და შევიწროება ყოველ ადამიანზე, ვინც ბოროტს სჩადის - ჯერ იუდეველს და ასევე ბერძენსაც.
  3. რომაელთ 3:9
    მაშ, რა? გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავითარი, რადგან უკვე განვსაჯეთ, რომ იუდევლებიც და წარმართებიც ცოდვის ქვეშ არიან.
  4. საქმეები 11:19
    სტეფანეს გამო დაწყებული დევნით დაფანტულები, ფინიკიამდე, კვიპროსამდე და ანტიოქიამდე მივიდნენ; თუმცა არავის ეუბნებოდნენ სიტყვას, იუდეველთა გარდა.
  5. საქმეები 15:8-9
    გულთამხილველმა ღმერთმა მათაც დაუმოწმა სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ. განსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის, რადგან რწმენით განწმიდა მათი გულები.
  6. რომაელთა 2:10
    ხოლო დიდება, პატივი და მშვიდობა სიკეთის ყოველ მქნელს - იუდეველს ჯერ, და ბერძენსაც.
  7. რომაელთა 15:10
    და კვლავ ამბობს: "იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად”.
  8. საქმეები 9:15
    მაგრამ უთხრა მას უფალმა: „წადი, ვინაიდან ჩემი რჩეული ჭურჭელია იგი, რათა მიიტანოს ჩემი სახელი წარმართთა, მეფეთა და ისრაელიანთა წინაშე.
  9. საქმეები 18:4
    ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.
  10. საქმეები 19:10
    ასე გასტანა ორ წელიწადს, და აზიის ყველა მკვიდრი ისმენდა უფლის სიტყვას - როგორც იუდევლები, ისე ბერძნებიც.
  11. საქმეები 19:17
    და ცნობილი გახდა ეს ამბავი ეფესოში მცხოვრები ყველა იუდეველისა და ბერძენისთვის; თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
  12. საქმეები 20:21
    ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
  13. საქმეები 21:21
    შენზე ამბობენ, რომ მოსესგან განდგომას ასწავლი წარმართებში მცხოვრებ ყველა იუდეველს და ამბობ, რომ არ უნდა წინადაცვითონ თავიანთი შვილები და არც წეს-ჩვეულებებს უნდა მისდიონ.
  14. საქმეები 26:23
    რომ უნდა წამებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდართაგან; და სინათლე ექადაგა ამ ხალხისთვის და წარმართებისთვის”.
  15. რომაელთა 3:30
    ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც ამართლებს წინადაცვეთილებს რწმენის გამო და წინადაუცვეთელთ - რწმენით.
  16. რომაელთა 4:11-12
    ხოლო წინადაცვეთის ნიშანი მიიღო ბეჭდად რწმენით გამართლებისა, რომელიც წინადაუცვეთლობისას ჰქონდა, რომ გამხდარიყო ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა, რათა მათაც ჩათვლოდათ სიმართლედ:  ასევე წინადაცვეთილთა მამა, ოღონდ არა მარტო წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვინც მიჰყვება ჩვენი მამის აბრაჰამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
  17. 1 კორინთელთა 1:24
    ხოლო მოწოდებულთათვის - იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც - ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალასა და ღმერთის სიბრძნეს.
  18. 1 კორინთელთა 12:13
    ვინაიდან ყველანი ერთი სულით მოვინათლეთ ერთ სხეულად - იუდეველნი თუ წარმართნი, მონები თუ თავისუფალნი; და ყველას ერთი სული გვისვამს.
  19. გალატელთა 2:7
    პირიქით, როცა დაინახეს, რომ მე წინადაუცვეთელებისთვის მაქვს მონდობილი ხარება, ისევე, როგორც პეტრეს _ წინადაცვეთილებისთვის -
  20. გალატელთა 2:8
    რადგან ის, ვინც პეტრესთან იღწვოდა წინადაცვეთილებისთვის მოციქულობაში, ჩემთანაც იღწვოდა წარმართებისთვის -
  21. გალატელთა 2:9
    და როცა ჩემთვის მოცემული მადლის შესახებ შეიტყვეს იაკობმა, კეფამ და იოანემ, ბურჯებად რომ ითვლებოდნენ, მოგვცეს მე და ბარნაბას მოზიარეობის მარჯვენა, რომ ჩვენ წარმართებთან წავსულიყავით, ისინი კი - წინადაცვეთილებთან.

← ყველა თემა „ს“-ზე