ბიბლიის მუხლები თემაზე
სატყუარა
17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
- გამოსვლა 22:16
თუ კაცმა შეაცდინოს ქალწული, რომელიც დანიშნული არ იყო, და დაწვეს მასთან, მაშინ ურვადი უნდა გადაიხადოს და ცოლად შეირთოს.
- მეორე რჯული 11:16
მაგრამ გაფრთხილდით, რომ არ შეცდეს თქვენი გული და რომ არ გადაიხაროთ უცხო ღმერთებისაკენ, არ ემსახუროთ და არ ეთაყვანოთ მათ.
- მსაჯული 14:15
და მეოთხე დღეს უთხრეს სამსონის ცოლს: „დაიყოლიე შენი ქმარი, გვითხრას ამ გამოცანის ახსნა, თორემ შენც დაგწვავთ და მამაშენის სახლსაც. ნუთუ გასაძარცვავად მოგვიპატიჟეთ?
- მსაჯული 16:5
და მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „შეუჩნდი და ათქმევინე, რაშია მისი დიდი ძალის საიდუმლო, რა უნდა ვიღონოთ მის დასაძლევად და შესაკრავად, რომ დავიმორჩილოთ იგი; და თითოეული ჩვენგანი ათას ვერცხლს მოგცემთ.
- 2 მეფეთა 11:2-4
საღამო ჟამს ადგა დავითი თავისი მოსასვენებლიდან და სამეფო სახლის ერდოზე იწყო სეირნობა. და იქიდან დაინახა ბაღში მობანავე ქალი. ქალი ძალზე მშვენიერი იყო. და გააგზავნა დავითმა ქალის ამბის გასაგებად. უთხრეს: „ის არის ბათშებაყი, ელიყამის ასული, ცოლი ურია ხეთელისა.“ და გააგზავნა დავითმა მოციქულები ქალის მოსაყვანად. და მოვიდა ქალი. და დაწვა დავითი მასთან და როცა განიწმიდა ქალი თავისი უწმიდურებისაგან, დაბრუნდა თავის სახლში.
- იობი 31:9
თუ ჩემი გული ოდესმე ცდუნებულიყოს დედაკაცისაგან, და ჩემი მოყვასის კართან მეთვალთვალოს,
- ფსალმუნები 77:36
მაგრამ ელაქუცებოდნენ პირით, და ცრუ იყო მათი ენის სიტყვები;
- იგავნი 1:10
შვილო ჩემო, თუ ცოდვილნი ეცდებიან გაცდუნონ, ნუ გაჰყვები მათ.
- იგავნი 16:29
მოძალადე მოყვასს აცდუნებს და უკეთურ გზაზე აყენებს;
- მათეს 4:1-7
მაშინ აყვანილ იქნა იესო სულის მიერ უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად. და ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა. და მიუხდა მას მაცდური და უთხრა: „თუ ღმერთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“ ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს ადამიანი, არამედ ღმერთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“ მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე. და უთხრა მას: „თუ ღმერთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, რადგან დაწერილია: ‘თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ფეხი არ წამოჰკრა ქვას.’“ უთხრა მას იესომ – დაწერილია ასევე: „არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.
- მათეს 6:13
და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
- მათეს 26:41
იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნეა, ხორცი კი უძლური.
- ლუკას 8:13
კლდეზე დაცვენილნი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ სიტყვას და სიხარულით იღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან;
- 1 კორინთელთა 10:13
არ შეგმთხვევიათ ჯერ სხვა განსაცდელი, გარდა ადამიანურისა: ხოლო სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ დაუშვებს, რომ თქვენს შესაძლებლობაზე მეტად გამოიცადოთ, არამედ განსაცდელში მოგცემთ გამოსავალს, რომ შესძლოთ ატანა.
- 1 ტიმოთეს 6:9
ხოლო გამდიდრების მსურველნი განსაცდელსა და მახეში ვარდებიან, მრავალ უგუნურ და მავნე გულისთქმაში, რომლებიც განადგურებისა და დაღუპვისაკენ უბიძგებენ ადამიანს.
- იაკობის 1:14-16
არამედ ყოველი გამოიცდება თავისი გულისთქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ კი, გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. მომწიფებული ცოდვა კი შობს სიკვდილს. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო.
- ებრაელთა 4:15
ვინაიდან ისეთი მღვდელმთავარი როდი გვყავს, რომ ვერ შეძლოს თანაგვიგრძნოს ჩვენს უძლურებებში, არამედ ჩვენსავით გამოცდილი ყველაფერში, გარდა ცოდვისა.