მთავარითემები „ს“სასწორი საქმეში

სასწორი საქმეში

8 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. იგავნი 16:11
    სწორი სასწორი და საწყაო უფლისაა, ქისის ყველა საწონი მისი საქმეა.
  2. იერემია 32:10
    დავწერე წიგნი, დავბეჭდე, დავუძახე მოწმეებს და სასწორზე ავწონე ვერცხლი.
  3. ლევიანი 19:36
    სწორი სასწორი, სწორი საწონი, სწორი ეფა და სწორი ჰინი გქონდეთ თქვენ. მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.
  4. იგავნი 11:1
    მრუდი სასწორი სისაძაგლეა უფლის წინაშე, სრული წონა კი – მისი მოსაწონი.
  5. ამოსი 8:5
    რომ ამბობთ: “როდის გავა ახალმთვარობა, რომ გავყიდოთ პური, და შაბათი, რომ გავაღოთ ბეღლები, შევამციროთ ეფა, გავზარდოთ შეკელი და ვიტყუოთ მრუდე სასწორით,
  6. იგავნი 20:10
    მტყუანი საწონი და მტყუანი საწყაო - ერთიც და მეორეც სიბილწეა უფლისათვის.
  7. იგავნი 20:23
    უთანასწორო საწონები სიბილწეა უფლის წინაშე და მატყუარა პინები არ არის კარგი.
  8. ეზეკიელი 45:10
    ‘მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი გქონდეთ თქვენ.

← ყველა თემა „ს“-ზე