მთავარითემები „ს“საპასექო კრავი

საპასექო კრავი

30 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 5:7
    სრულად მოიშორეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, რამდენადაც უფუარნი ხართ, ვინაიდან ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენს გამო შეეწირა.
  2. იოანეს 1:29
    მეორე დღეს მისკენ მომავალი იესო რომ დაინახა, თქვა: „აჰა, ღვთის კრავი, რომელიც იღებს წუთისოფლის ცოდვებს.
  3. იოანეს 19:36
    რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.
  4. გამოსვლა 12:3
    ასე უთხარით ისრაელის ყოველ თემს: ამ თვის მეათე დღეს აიყვანოს თავისთვის თითოეულმა თითო კრავი ოჯახზე, თითო კრავი სახლეულზე.
  5. ესაია 53:7
    შევიწროებული და დამცირებული იყო, მაგრამ არ გაუხსნია ბაგე; ისე წაიყვანეს, როგორც კრავი მიჰყავთ დასაკლავად და როგორც კრავი დუმს მპარსველთა წინაშე, ისე არ გაუხსნია მას ბაგე.
  6. გამოსვლა 12:6
    შენახული გყავდეთ ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე და მწუხრის ჟამს დაკლას იგი ისრაელის თემის მთელმა კრებულმა.
  7. გამოსვლა 12:5
    უნაკლო, მამალი, ერთწლიანი უნდა იყოს კრავი ან თიკანი.
  8. გამოსვლა 12:13
    იყოს ის სისხლი თქვენს სახლებზე ნიშნად, სადაც იმყოფებით; დავინახავ სისხლს და გვერდს აგივლით, არ მოგეკარებათ შემმუსვრელი სენი, როცა განვგმირავ ეგვიპტის ქვეყანას.
  9. გამოსვლა 12:7
    აიღონ მისი სისხლი და სცხონ კარის ორივე წირთხლს და ზედა ძელს, სადაც უნდა ჭამონ.
  10. მარკოზის 14:12
    უფუარობის პირველ დღეს, როცა საპასექო კრავს სწირავდნენ, ჰკითხეს მოწაფეებმა: „სად გინდა, რომ წავიდეთ და პასექი მოგიმზადოთ საჭმელად?
  11. 1 პეტრეს 1:19
    არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
  12. გამოცხადება 13:8
    და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მცხოვრებმა, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, დაკლულ კრავს რომ აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან.
  13. მათეს 26:2
    თქვენ იცით, რომ ორი დღის შემდეგ პასექი დადგება და ძე კაცისა ჯვარცმისთვის გადაეცემა”.
  14. რიცხვნი 9:12
    არ დატოვონ მისგან არაფერი განთიადამდე და ძვლები მისი არ დაამტვრიონ: დადგენილებისამებრ აღასრულონ პასექი.
  15. მათეს 26:26
    ჭამისას, აიღო იესომ პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: „აიღეთ, ჭამეთ. ეს ჩემი სხეულია”.
  16. ფსალმუნები 33:20
    მის ყოველ ძვალს იცავს იგი, მათგან ერთიც არ შეიმუსრება.
  17. 1 პეტრეს 1:18-19
    რადგან იცით, რომ არა ხრწნადი ვერცხლით ან ოქროთი იქენით გამოსყიდულნი, მამებისგან მემკვიდრეობით გადმოცემული ამაო გზიდან, არამედ ქრისტეს ძვირფასი სისხლით, როგორც უბიწო და უმანკო კრავისა,
  18. იოანეს 18:28
    იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.
  19. გამოსვლა 29:38
    აი, რა უნდა შესწირო სამსხვერპლოზე: ორი ერთწლიანი კრავი ყოველდღე, მუდმივად.
  20. მათეს 26:17
    უფუარობის პირველ დღესვე მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: „სად გინდა, რომ მოგიმზადოთ საჭმელად პასექი?
  21. ლუკას 22:7
    დადგა უფუარობის დღე, როცა საპასექო კრავი უნდა დაკლულიყო.
  22. დაბადება 22:8
    უთხრა აბრაჰამმა: „ღმერთი თვითონ გამოაჩენს სრულადდასაწველ კრავს, შვილო”. ასე მიდიოდნენ ერთად.
  23. 2 ნეშტთა 30:15
    დაკლეს საპასექო მსხვერპლები მეორე თვის მეთოთხმეტე დღეს. შერცხვათ მღვდლებსა და ლევიანებს, თავები განიწმინდეს და სრულადდასაწველები მოიტანეს უფლის სახლში.
  24. ეზრა 6:19
    და აღასრულა ტყვედნამყოფმა ხალხმა პასექი პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
  25. გამოსვლა 12:11
    ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
  26. 2 ნეშტთა 35:11
    დაკლეს საპასექო. მღვდლები ხელით აპკურებდნენ, ლევიანები კი ატყავებდნენ.
  27. გამოსვლა 12:46
    ერთ სახლში უნდა შეიჭამოს; სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ ეს ხორცი და ძვლები არ დაამტვრიოთ.
  28. გამოსვლა 12:21
    მოიწვია მოსემ ისრაელის ყველა უხუცესი და უთხრა: „წადით, აიყვანეთ კრავნი თქვენი სახლეულისთვის და დაკალით პასექი.
  29. 2 ნეშტთა 35:6
    დაკალით საპასექო, ჯერ თავები განიწმიდეთ და შემდეგ თქვენი ძმებისთვის განამზადეთ კრავები, რათა მოსეს ხელით მოცემული უფლის სიტყვის თანახმად მოიქცნენ”.
  30. 2 ნეშტთა 35:13
    წესის მიხედვით შეწვეს საპასექო ცეცხლზე, ქვაბებში, ქოთნებსა და ქვაბქოთნებში მოხარშეს წმინდა მსხვერპლები და აჩქარებით ჩამოურიგეს მთელ ხალხს.

← ყველა თემა „ს“-ზე