მთავარითემები „ს“სამწყსოს გამოკვება

სამწყსოს გამოკვება

7 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 პეტრეს 5:2
    მწყემსეთ თქვენთვის მონდობილი ღვთის სამწყსო, არა იძულებით, არამედ ნებით და ღმერთისთვის სათნოდ, არა ბილწი ანგარებით, არამედ გულმოდგინებით.
  2. ესაია 40:11
    მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
  3. იერემია 3:15
    და მოგიჩენთ ჩემი გულის სასურველ მწყემსებს და დაგმწყემსავენ თქვენ ცოდნითა და კეთილგონივრულად.
  4. იერემია 23:4
    გამოვიყვან მწყემსებს, რომლებიც მომწყემსავენ მათ, აღარც შეშინდებიან, აღარც დაფრთხებიან და აღარც არაფერი დააკლდებათ, ამბობს უფალი.
  5. ეზეკიელი 34:23
    გავამწესებ მათზე ერთ მწყემსს და ის მოაძოვებს; დავითს, ჩემს მსახურს! ის დაანაყრებს მათ და მათი მწყემსი იქნება.
  6. იოანეს 21:17
    ეუბნება მას მესამედ: „სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: „უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: „აძოვე ჩემი ცხვრები.
  7. საქმეები 20:28
    მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.

← ყველა თემა „ს“-ზე