მთავარითემები „ს“სამოქალაქო მოვალეობები

სამოქალაქო მოვალეობები

13 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. ეზრა 7:26
    და ვინც არ აღასრულებს შენი ღვთის სჯულსა და მეფის კანონებს, დაუყოვნებლივ აღასრულონ მასზე სამართალი: სიკვდილი ან განდევნა, ფულადი გადასახადი ან დაპატიმრება.
  2. იგავნი 24:21
    გეშინოდეს, შვილო, უფლისა და მეფისა, და მეამბოხეებში ნუ გაერევი,
  3. ეკლესიასტე 8:2
    აღასრულე მეფის ბრძანება, რადგან ღმერთისთვის გაქვს მიცემული ამის აღთქმა.
  4. მათეს 22:21
    ეუბნებიან მას: „კეისრისა!“ მაშინ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღმერთისა – ღმერთს!
  5. რომაელთა 13:1
    ყველა დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. რადგან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღმერთისაგან, ხოლო არსებული ხელმწიფებანი ღმერთის მიერ არიან დადგენილნი.
  6. ტიტეს 3:1
    შეაგონე მათ: დაემორჩილონ და დაუჯერონ მთავართ და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისათვის,
  7. 1 პეტრეს 2:13-14
    დაემორჩილეთ ყოველ ადამიანურ ხელმწიფებას უფლის გულისათვის, იქნება ეს მეფე, როგორც უმაღლესი ხელისუფალი, თუ განმგებელი, როგორც მის მიერ მოვლინებული ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილისმოქმედთა საქებრად.
  8. მათეს 17:24-27
    კაპერნაუმში მისვლისას მიადგნენ პეტრეს დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: „თქვენი მოძღვარი ხომ არ გადაიხდის დიდრაქმას?“ ეუბნება: „გადაიხდის.“ როცა ის სახლში შედიოდა, იესო მიუახლოვდა მას და უთხრა: „როგორ გგონია, სიმონ, მიწიერი მეფეები ვისგან იღებენ ხარკს ან ბაჟს – თავიანთ ძეთაგან თუ უცხოელთაგან?“ ხოლო როდესაც უპასუხა: „უცხოელთაგან,“ უთხრა მას იესომ: „მაშ, ძენი თავისუფლები არიან. მაგრამ, რომ არ დავაეჭვოთ ისინი, წადი ზღვაზე, გადააგდე ანკესი და პირველი თევზი, რომელიც მოხვდება, ამოიყვანე, გაუღე პირი და შიგ იპოვი სტატირს. მიიტანე და მიეცი ჩემთვის და შენთვის.
  9. 1 მეფეთა 24:6
    და უთხრა თავის ხალხს: „უფალმა მაშოროს, რომ ასეთი რამ გავაკეთო და ხელი აღვმართო ჩემს ბატონზე, უფლის ცხებულზე, რადგან უფლის ცხებულია იგი.
  10. ეკლესიასტე 10:20
    გულშიც კი ნუ გაივლებ მეფის წყევლას, შენს მოსასვენებელშიც ნუ აგინებ მდიდარს; თორემ ცის ფრინველი მიუტანს ამბავს და ფრთოსანი აუწყებს შენს სიტყვებს.
  11. საქმეები 23:5
    თქვა პავლემ: „მე არ ვიცოდი, ძმებო, თუ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგან დაწერილია: ‘შენი ხალხის მთავარზე აუგს ნუ იტყვი.’
  12. 1 პეტრეს 2:17
    ყველას პატივი ეცით, გიყვარდეთ საძმო, ღმერთის გეშინოდეთ, მეფეს პატივი მიაგეთ.
  13. იუდა 1:8
    მსგავსადვე ეს მეოცნებენიც, რომელნიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებათ და გმობენ დიდებათ.

← ყველა თემა „ს“-ზე